მეგობრის მანქანა მოსრიალდა

და მისი სული ცას ეწია,

როგორც ზამთარში ამოსული ყოჩივარდა.

 

ზამთარი იდგა. შენს გვერდით ვიდექი,

სანთლებიც იდგა

და გვიხაროდა ეს სტატუსი – ჯვარდაწერილები.

 

ერთმანეთს მონატრებული ფიფქები

ერთურთს ეწაფებიან,

ზამთარი ხარობს.

 

ბავშვის სიმღერა:

-მოდი ზამთარო ფიფქები თმაში ჩამიწნიე.

 

ცოტაც და ხმა ჩაუწყდება ზამთარს,

გაზაფხული რომ აჟღერდება

მეც იქ ვიქნები.

 


ქოლგის ქვეშ დგანან
მოხუცი და პატარა ბავშვი,
ცოტაც და ზამთარი თავზე დაატყდებათ.

 

თოვს…

 

 

 

 

 

1 2 3 4