გარსევან აბამელიქი და მეუღლე

 

ზევახ გაგიშვილის წასვლის შემდეგ დიდხანს ისხდნენ გარსევან აბამელიქი და მის მეუღლე მისაღებ ოთახში. ქალბატონი ლოლა ცდილობდა მეუღლეს კარგად დაჰკვირვებოდა და ამოეცნო, აპირებდა თუ არა იგი გამომძიებელთან ჩავლილი საუბრის შინაარსზე ლაპარაკს…ისეთი დაკვირვებით მისჩერებოდა მის სახეს, თითქოს სივცევის ტაბულის ყველაზე წვრილ გრაფიკულ ნიშნებს უყურებდა.

– სრულიად უიმედოდ ვიყავი განწყობილი, მაგრამ იმდენი ადამიანი ჩაერთო ნინოს გადარჩენის საქმეში, იმდენი გეგმაა, იმდენი მონდომებაა, რომ იმედი გამიჩნდა. მგონია, რომელიმე მათგანი აუცილებლად მოიტანს შედეგს, – თქვა გარსევან აბამელიქმა და იგრძნო, როგორი შვება მოგვარა ამ სიტყვებმა მის მეუღლეს.

– იქნებ ღმერთმა გადმოგვხედოს, იქნებ არსებობს მართლა ღმერთი და გადმოგვხედოს, – ჩაილაპარაკა ქალბატონმა ლოლამ.

– მაგრამ, მერე მხრივ, ახლა სისტემას პროკლამაციის ავტორების დაპატიმრება უნდა. მათ უნდათ დაადგინონ ანტისაბჭოთა ჩანაფიქრების მქონე მთლიანი წრე!  შეიძლება გაგვანადგურონ იმისთვის, რომ ხელს არ ვუწყობთ..  პირიქით, ხელს ვუშლით ამოცანის შესრულებაში!  რაც უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება, მით მეტად გაღიზიანდება ცენტრალური კომიტეტი, უფრო მეტად აგრესიული გახდება კანტორის ხალხი, რადგან თუ საქმე ისე არ წავა, როგორც სურს ხელისუფლებას, ისინი შურს იძიებენ, – თქვა გარსევან აბამელიქმა.

– გაღიზიანდნენ და იძიონ ჩვენზე შური, მოინდომონ ჩვენზე შურისძიება, ოღონდ ნინო შეიწყალონ! ის ხომ სრულიად ახალგაზრდა ქალია! ის ხომ არ შეიძლება გაწირონ საპყრობილესთვის!  რაც უფრო მეტად ექნებათ ჩვენზე შურისძიების შესაძლებლობა, იქნებ უფრო ნაკლებად გამოიყენონ ნინოს წინააღმდეგ თავიანთი ძალა, – უპასუხა ქალბატონმა ლოლამ.

– ლოლა, ალბათ შენც გესმოდა, დღეს გამომძიებელმა მითხრა, რომ მას ნინოსადმი გრძნობები აქვს. რომ მზადაა მისი ხელი გვთხოვოს. ამ უდანაშაულო ადამიანსაც გაწირავს სისტემა, თუ ნინოს გადარჩენაში იგი სისტემის ინტერესებს შეეწინააღმდეგება!

– გარსევან, ყველა მზად არის გვერდით დაგვიდგეს. ყველა მზად არის, რაღაც გააკეთოს ნინოს გადარჩენისთვის. ჩვენ ხომ ყველაზე მეტი მოგვეთხოვება!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15