სურათი ულამაზესი ჩანჩქერის სცენით იწყება, რომელიც ცოცხალი, ენერგიული, შეუჩერებელი ძალის მქონე და ხმაურიანია, ისევე, როგორც მის ფონზე ერთმანეთის ტრფობით გატაცებული ბადი და დინი. ვიზუალური ალეგორიები ფილმში მრავლად დაგხვდებათ, დასაწყისში ნაჩვენები ჩანჩქერის წყალიმოგვიანებით ოფელიას კომპლექსის გამომხატველად გადაიქცევა, დანარჩენს კი უკვე ჯობს რომ თავად დააკვირდეთ, როდესაც ფილმის ყურებას დაიწყებთ.

„ბრწყინვალება ბალახში“ უორენ ბიტის პირველი როლია და ბადის პერსონაჟის მგზნებარე ხასიათს, მომხიბვლელობას, უმწეობას, მრისხანებას, ქედმაღლურ თუ მზრუნველ განწყობებს იდეალურად გადმოსცემს ცხოველური ქარიზმით, რამაც საბოლოოდ მისი ვარსკვლავური სტატუსისკენ გიგანტური ნახტომი გააკეთებინა. ნატალი ვუდი დინის როლში ყველაზე მგრძნობიარე, რომანტიკული, მომხიბვლელი და თამამი პერფორმანსით ფიქსირდება თავის კარიერაში და რადიაციულ სილამაზეს ასხივებს.

ელია კაზანი მრავალ მნიშვნელოვან თემას წარმოაჩენს, ყველაფერ ზემოთთქმულთან ერთად იდეალურად აღწერს გენდერულ როლებს და საზოგადოების მხრიდან მათზე დაკისრებულ მანკიერ ვალდებულებებს და მიდგომებს. რეჟისორმა მოახერხა და დიდი დეპრესიის და ძველმოდური ღირებულებების გადაფასების აუცილებლობის გასააზრებლად ბრწყინვალე კინოდოკუმენტი შექმნა თან ეს მაშინ, როდესაც ერს ეგონა, რომ ორივე მათგანი უკვე კარგა ხნის გადაფასბეული ქონდა. კაზანმა იცის, რომ გაბატონებული მანკიერი პრაქტიკების შესაცვლელად ფუნდამენტური სოციალური და პირადი ცვლილებებია საჭირო, პროგრესისკენ მიმავალ გზაზე დადგომა კი მხოლოდ ისტორიასთან მიბრუნებით და გამოკვლევით, პრობლემების საძირკვლის მიგნებით და მათი პოზიტიური გარდაქმნითაა შესაძლებელი.

 

 

 

1 2 3