Alphavilleალფავილი

ალფავილის სამყაროში ადამიანური ემოციები, ხელოვნება და პრინციპში აზროვნებაც  კრიმინალიზებულია. ამ მხრივ ისეთი განსაკუთრებული არაფერია, რაც ყოველ მეორე საი ფაი დისტოპიაში არ ხდება. თუმცა გოდარის ტექნოლოგიური ტოტალიტარიზმი უმაღლესი სტილის გრზნობითაა შექმნილი, იქნება ეს კოსტუმები, რომელიც ამერიკული ნუარის პასტიშია, რეჟისორისთვის ჩვეული არასწორხაზოვანი ნარატიული სტრუქტურა, რომელიც ჟანრული კინოსთვის სრულიად უცხოა თუ აუარება პოპ კულტურული გზავნილები, დაწყებული ტოლსტოის ლიტერატურით, დამთავრებული ჯეიმს ბონდური მაჩოიზმით და ქცევის ეთიკით. სიუჟეტურად ალფავილი ისეთი სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომლის კონცეპტი დღეს რომ სტუდიამ განიხილოს ბლოკბასტერის ბიუჯეტის გარეშე მის გადაღებას არც იფიქრებს, თუმცა აქ ვიზუალური ეფექტები საერთოდ არ არსებობს. ნუ ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ გოდარს საკმარისი ფული არ ქონდა, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა საპირისპირო შემთხვევაშიც ფუტურისტული დეკორაციების აგებით რომ დაკავებულიყო. ფილმი ერთდროულად არის სატირაც, პაროდიაც და სასიყვარულო ისტორიაც. ამასთან შავ-თეთრ ფირზე გადაღებული გამოსახულება განათების მკვეთრი ცვლილებების, მხტუნავი მონტაჟის და ოპერატორ რაულ კუტარის პომპეზურობის წყალობით საოცარ პოეტურობას აღწევს. და ბონუსად ამ ყველაფერს ანა კარინას მშვენიერება ემატება.

 

 

 

 

 

 

1 2 3