Time of the wolfმგლის დროება

„მგლის დროება“ ჰანეკეს ყველაზე სასტიკი და შემაძრწუნებელი ფილმია. გლობალური კატაკლიზმის შემდეგ, რომლის ბუნების შესახებაც არაფერი ვიცით, სასმელი წყალი ტოქსიკური გახდა, საკვები რთულად მოსაპოვებელი, მოკლედ, სტანდარტული ზომბი აპოკალიფსის სცენარია იმის გამოკლებით, რომ ზომბები არსად ჩანან. ჰანეკე საზოგადოებრივ გაუცხოებას, ინდივიდუალისტურ გამოვლინებებს და ჰუმანიზმის დამუნჯებას გვიჩვენებს მუდამ პროგრესირებადი შემზარავი სცენებით. სოციუმში არსებული  რასული, გენდერული და კლასობრივი ნაპრალები მთელი ბრუტალიზმით ცოცხლდება და საშინელი წინასწარმეტყველებასავით მოგვეწოდება. თუ ალფონსო კუარონის კაცობრიობის პირმშო ერთ-ერთი საუკეთესო დისტოპიური ფილმია, რომელიც შემზარავი სიზუსტით აღწერდა წინა ათწლეულში დღევანდელ გლობალურ სოციოპოლიტიკურ ტრაგედიებს, მგლის დროება თავისუფლად შეგვიძლია მის წინაპრად მივიღოთ, რომელმაც ცოტათი უფრო ადრე და უფრო მეტი სისასტიკით დახატა ის სურათი, რომლის წინაშე დადგომის საშიშროებაც უკვე სულ უფრო ნაკლებ გავს ფანტასტიკურ ჟანრს.

Black moonშავი მთვარე

„შავ მთვარეში“ დისტოპიური ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ სიუჟტი გენდერული ომის აღწერით იწყება. პირდაპირი მნიშვნელობით, ქალები და კაცები ერთმანეთს ეომებიან. კაცები ქალებს მწკრივში აყენებენ და ხვრეტენ, ქალები შეპყრობილ კაცზე ძაალდობენ, მოკლედ ყველა საომარი დანაშული მთელი ბრწყინვალებით იშლება მაყურებლის თვალწინ. თუმცა ფილმი მალე პერვერსიული ზღაპრის ფორმატში გადადის, სადაც სიზმრისეული ლოგიკა იწყებს მოქმედებას და სცენის ცენტრალურ ნაწილს სექსი და სექსუალობა იკავებს. ფილმის ოპერატორი სვენ ნიკვისტია, რომელიც სოფლის ლანდშაფტებს მთელი გრაციოზულობით აღბეჭდავს. მომენტებში კი მას ემატება ლუი მალის შემზარავი სურეალისტური იმიჯები, რაც საბოლოოდ ალეგორიული ნარატივის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

 

 

 

1 2 3