სტატია  დაიწერა გია ყანჩელის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე და ეძღვნება მაესტროს ნათელ ხსოვნას

Anna Gourari

ანა გურარი  – დაიბადა ყაზანში. 5 წლის მიიღეს განსაკუთრებით ნიჭიერთა სპეციალურ სკოლაში. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში. 1990 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში და სწავლა განაგრძომიუნხენის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში.„მის დაკვრაში ერთიანდებაორი მნიშვნელოვანი საფორტეპიანო სკოლის ტრადიციები – რუსული და ევროპული. ეს არის ღრმა ემოციურობა და ანალიტიკური სიმკაცრე“, – წერდა ანაზე გერმანული პრესა.

ადრეული ასაკიდან გახდა მრავალი პრიზის მფლობელი, მათ შორის გამარჯვებულია კაბალევსკის, შოპენის, კლარა შუმანის საერთაშორისო კონკურსებზე. არაერთხელაა დაჯილდოვებული ECHO-Klassik-ისგან, უკრავს როგორც სოლო, ასევე კამერულ მუსიკას მსოფლიოს საუკეთესო სცენაზე, გამოდის ბავარიის, ბუდაპეშტის, ტოკიოს, სანქტ-პეტერბურგის, შანჰაის, ლუქსემბურგის, ვენის, ბამბერგის, ლონდონისა და ა. შ. ორკესტრებთან და ისეთი დირიჟორების ხელმძღვანელობით, როგორებიცაა Lorin Maazel, Roger Norrington, Zubin Metha, Colin Davis, Marco Armiliato, Iván Fischerდა ა. შ. სტუმრობს მსოფლიოს ბევრ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს, გამოცემული აქვს მრავალი CD და სხვ.

„თქვენ არ ქმნით მუსიკას – თქვენ თავად ხართ მუსიკა!“ ამ სიტყვებით გამოხატა ლეგენდარულმა კინოსა და ოპერის დირიჟორმა ვერნერ ჰერცოგმა თავისი აღტაცება ანას ხელოვნებითდა სთხოვა მის ფილმში„Invincible“ მთავარი – პიანისტის როლი ეთამაშა. ფილმის პრემიერა შედგა 2001 წლის ვენეციის კინოფესტივალზე.

ანა გურარი განსაკუთრებით არის დაინტერესებული თანამედროვე მუსიკით, რადგან თვლის, რომ ის არის თანამედროვეობის სარკე, გვაჩვენებს, როგორ ვცხოვრობთ დღეს და როგორებად აღგვიქვამს მომავალი თაობა.  იგი უკრავს ასევე გია ყანჩელის ნაწარმოებებს, რომელიც უნდა შეესრულებინა ამა წლის 28 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ სოლო კონცერტზე… რომელი ეპოქის მუსიკასაც არ უნდა უკრავდეს, მის შესრულებას მუდმივად ახლავს ბგერის ძალიან მდიდარი ფერადოვნება და შემოქმედებითი ფანტაზია. „პრიორიტეტი ჩემთვის ბგერას აქვს, მის სიღრმეს და მრავალფეროვნებას. ჯერ არის მუსიკა და მხოლოდ შემდეგაა ტექნიკა“ – ამბობს ის. მისი ახალი საფორტეპიანო მუსიკით დაინტერესებაც უშუალო კავშირში უნდა იყოს ბგერის  სულ უფრო მეტი, ახალიშეფერილობების ძიების სურვილთან, რაც, რა თქმა უნდა, რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ მისი ავტორიტეტი და ინდივიდუალიზმი ფლობს ამის პოტენციალს.

როდესაც ანა გურარიმ კლარა შუმანის სახელობის რენომირებულ კონკურსზე გაიმარჯვა, მაღალკარატიანი ჟიური მარტა არგერიხის, ვლადიმირ აშკენაზის, ალექსის ვაისენბერგისა და იოახიმ კაიზერის შემადგენლობით აღტაცებული აღნიშნავდა მის „თითქმის მისტიურ საშემსრულებლო ხელოვნებას.“

ამ სიტყვების ციტირებით მინდოდა დამეწყო ანასთან საუბარი, რომელმაც ინეტერვიუსთვის საკუთარ სახლში მიმიპატიჟა. ის მიუნხენის ერთ-ერთ ძველ უბანში, პირველ სართულზე ფართო ოთახებიან და მაღალჭერიან ბინაში ცხოვრობს. შევედით მის სამუშაო ოთახში, რომლის ერთი გრძელი კედლის თაროები სავსე იყო ნოტებითა და წიგნებით, სხვაგან კი ანას ფოტოები ეკიდა. იქვე ნახავდით ანას უამრავ პრიზს. ოთახში შესვლისთანავე ყურადღება დიდმა საკონცერტო როიალმა მიიპყრო, ეს იყო Steinway & Sons – შავი „დედოფალი“.

 

1 2 3 4