4. Iron Man
ფეშენებელური სახლი მალიბუში, მთის მწვერვალზეა წამოჭიმული. წინ ოკეანის გამყინავი ხედია, შიგნით კი პოსტმოდერნული დიზაინით შექმნილი ავეჯი. თან იქ იმდენი კომპიუტერული გაჯეტია, რომ სახლი ცოცხლდება და კომუნიკაციაზე გამოსვლა შეუძლია. მფლობელ ტონი სტარკს ოთახებში ისეთი კლიმატის კონტროლი აქვს, ნებისმიერი ჰავის ბუნებრივი სიზუსტით რეპროდუქცია შეუძლია. მოკლედ, ეს ისეთი სახლია, რომელშიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოუნდება ცხოვრება.

 

3. Children of Men
”კაცობრიობის პირმშო” დისტოპიური ფილმია, რომელიც იმდენად ბნელ მომავალს ხატავს, რომ იქ მოხვედრა არცერთ შემთხვევაში არ მოგინდებათ. მაგრამ სწორედ მომავლის ლონდონშია ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და საყვარელი სახლი, რომელიც ოდესმე კინოკამერას დაუფიქსირებია. ძვალმოდური რარიტეტებით მოწყობილი დიზაინი იმდენად შინაურულ გარემოს ქმნის, რომ ფილმის ყურებისას შეიძლება ისიც იფიქროთ მაიკლ კეინს რა ჯანდაბა უნდა ჩემს სახლშიო. არა, რა თქმა უნდა ამას არ იფიქრებთ, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ ამდენად მყუდრო გარემო შეგექმნებათ.

 

2. Home Alone
მართალია მაკალისტერების სახლს საიმედო დაცვის სისტემა არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ სავსეა ბავშვობის ნოსტალგიებით. იქ დგას ბაზის ჩემოდანი, რომელშიც აკრძალული ხარახურა ყრია, სადღაც უმეთვალყურეოდ გიგანტური ტარანტული დაცოცავს, გარეთ თოვლს როგორც ურბანული ლეგენდები იუწყებიან, მოხუცი სერიული მკვლელი წმენდს, უახლოეს მაღაზიაში კი ნაყიდ პროდუქტებს ისეთ პარკებში ჩაგილაგებენ, რომლებიც აუცილებლად გაიხევა. მაგრამ ეს ის სახლია, რომელშიც ალბათ ყველა ჩემი თაობის ბავშვი გაიზარდა. მართალია ემოციურად და არა ფიზიკურად, მაგრამ სწორედ ეს აქცევს მას იდეალურ საცხოვრებელ ადგილად.

1. Secret Window
ეს არის ხის, ორსართულიანი სახლი მანსარდით. ერთ მხარეს მდინარეა, მეორე მხარეს ტყე. ინდუსტრიული გარემოდან სრულიად იზოლირებული ფართი, რომელიც პირველივე შეხედვაზე სიმშვიდეს და დადებით ემოციებს იწვევს. ეს ისეთი სახლია, ყველაფერს რომ უნდა მოწყდე, ხალათი არ გაიხადო და მთელი დღეები უსაქმურად გაატარო. მოკლედ, იდეალური ადგილია ფიზიკური და ემოციური დასვენებისთვის. პირველი ადგილი შეიძლება ნამეტანია, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს საუკეთესო კინოსახლია რაც ოდესმე მინახავს და რომელში ცხოვრების სურვილიც გამჩენია.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11