7. Big
არქიტექტურულად განსაკუთრებული ამ სახლში არც არაფერია, ჩველუებრივი კორპუსის ბინაა, უბრალოდ ძალიან დიდი საცხოვრებელი ფართი აქვს. მთავარი აქ ოთახების გაფორმებაა. ყველა ოთახში რამდენიმე გასართობი ავტომატი დგას და თავი გასართობ ცენტრში გეგონებათ, ოღონდ ისეთში, რომელშიც მარტო თქვენ გაქვთ შესვლის უფლება. აქ პირადი გაზიანი სასმელების დანადგარიც კი დევს, რომელიც ხურდის გარეშე იძლევა სასმელს. ნებისმიერი ბავშვური გართობის მოყვარული ადმაიანისთვის ეს სახლი სამოთხეს წარმოადგენს.

 

6. The Fifth Element
მართალია ერთოთახიან ხრუშჩოვკაში უფრო მეტი ფართია, ვიდრე ბრიუს უილისის ფუტურისტულ სახლში, მაგრამ როგორღაც ის მაინც ძალიან მაცდურებლად გამოიყურება. მინიმალისტური ინტერიერი, ტრანსფორმირებადი ავეჯი, იატაკში ჩაშენებული საცავები, და აივანი, საიდანაც შეკვეთილ საჭმელს მფრინავი გემით მოგართმევენ.

 

5. The Great Gatsby
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის გონებაში კონსტრუირებული არქიტექტურული ნაგებობა საუკეთესო სიცხადით ბაზ ლურმანმა გადმოიტანა კინოეკრანებზე ”დიდ გეთსბიში”. გიგანტური სასახლე, რომელშიც ისეთი წვეულებები იმართება, რომელზე მოხვედრაც მხოლოდ ოცნებებში შეგიძლიათ. თან რა უნდა იყოს იმაზე რომანტიკული და სენტიმენტალური, ვიდრე შენობა, რომელიც სიყვარულის დაბრუნების იმედით არის შექმნილი. ერთი მინუსი ისაა, რომ წინა მფლობელი აუზში მოკლეს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11