ტოპ-10 სინემა სახლი

სიაში წარმოგიდგენთ ფილმებში აღბეჭდილ, ყველაზე დასამახსოვრებელ აპარტამენტებს, რომლებიც სიმყუდროვით, ორიგინალურობით, კომფორტული ატმოსფეროთი და განსაკუთრებული მიმზიდველობით გამოირჩევიან.

10. The Toy
დარწმუნებული ვარ ყველას გაქვთ ნანახი ფრანგული ფილმი ”სათამაშო” პიერ რიშრით მთავარ როლში. გახსოვთ ის სასახლე, რომელშიც რამბალ-კოშეების ოჯახი ცხოვრობს? მარტო საბავშვო ოთახი არის თუხარელის პროექტის ბინის სამოთახიანზე დიდი. მთელი ბავშვობა ჩემი ოცნების ოთახი იყო, გიგანტური სათამაშოებით და სუპერგმირების ადამიანის ზომის ფიტულებით გაწყობილი სავანე. ხო და პლუს ამას ისიც, რომ სახლს ეზო ლამის მზიურის ტერიტორიის მოცულობის აქვს.

 

9. The Dark Knight Trilogy
ბეტმენის ყველა ფილმში მისი სახლი ერთი დიდებული ნაგებობაა, რომელში ცხოვრებაც შეიძლება გეუხერხულოთ კიდეც, რადგან ის თქვენთვის ზედმედატ მდიდრულია. რენესანსის პერიოდის და თანამედროვე კონცეფციის მშვენიერი სიმბიოზი გიგანტური ეზოთი, რომელიც საფეხბურთო სტადიონზე დიდია და რაც მთავარია საიდუმლო გამოქვაბულით, სადაც შესაძლებელია საკუთარი ბეტმობილის პარკირება. ყველა თავმოყვარე მილიარდერი ამაზე ნაკლებ საცხოვრებელს არ უნდა კადრულობდეს.

 

8. A Single Man
სიაში ყველაზე სტილის გრძნობით შექმნილ სახლში კოლინ ფირტი ცხოვრობს. მართალია ფილმში დიდ ტრაგედიას განიცდის – მისი საყვარელი მამაკაცი მოკვდება – მაგრამ ყველა ტრაგედია მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც ასეთ სახლში ცხოვრობ. საოცარი სილამაზით ხისა და შუშის სინთეზში აწყობილი კერძო ბინა ესთეტური ტკბობის მთავარი საფუძველია.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11