3. The Last Temptation of Christ
ყველაზე სკანდალური და განხილვადი სცენა სკორსეზეს ფილმოგრაფიაში არის ქრისტეს სიზმარი, რომელშიც მას ჯვარზე გაკვრას პატარა გოგონა (რომელიც საბოლოოდ ეშმაკი აღმოჩნდება) გადააფიქრებინებს. ქრისტეს აცდუნებს ”ადამიანური” ცხოვრება. ნაზარეველი ცოლად მოიყვანს მარია მაგდალინელს, რომელთანაც სექსი აქვს და ოჯახს ქმნის. შემდეგ ღალატობს მას, მაგდალინელი კვდება, იესო ახალ ცოლს ირთავს. მოწაფეები მიატოვებენ და საბოლოოდ მოხუცებული, საწოლში სიბერისგან სიკვდილის პირას მყოფი, იუდას დახმარებით გაანალიზებს რატომ არის აუცილებელი მისი ჯვარცმა. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქრისტეს სიკვდილი არა როგორც ტრაგიკული შემთხვევა, არამედ როგორც ტრიუმფი, ისეა აღწერილი.

 

2. 8 ½
ფელინის ალბათ საუკეთესო ფილმი თავიდანვე სიზმრის სცენით იწყება, სადაც რეჟისორი პირდაპირ ყვება რამდენად რთულია მის ადგილზე ყოფნა – როდესაც ყველას მზერა მისკენაა მოპყრობილი და ამ წნეხის ქვეშ სული ეხუთება. და იმ იშვიათ მომენტებში, როდესაც შეუძლია ამ ყველაფერს გაექცეს და ცოტა ხნით მოწყდეს რეალობას, უცერემონიოდ ექაჩებიან უკან. ფელინის ფანტაზიის იდეალური დემონსტრაცია და ლამაზი სიურეალისტური კადრები სიზმრის სცენას დაუვიწყარს ხდის.

 

1. The Big Lebowski

პირველ ადგილზე რაღა თქმა უნდა იმყოფება საუკეთესო სიზმარი საუკეთესო სიზმრებს შორის, კოენების საკულტო ”დიდი ლებოვსკიდან”. the dude-ს ესიზმრება ბოულინგ-პორნო, კენი როჯერსის სიმღერით, სადაც ფეხსაცმლის მწმენდავი სადამ ჰუსეინი და მთელი რიგი ვიკინგურ სამოსში გამოწყობილი სექსუალური მდედრები მხოლოდ მისთვის ცეკვავენ, შემდეგ კი საკუთარ ვაგინებს ათვალიერებინებენ, და ამ მომენტში ლებოვსკის სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელეთ, კაცი სამოთხის კარიბჭეს შესცქერის. და კიდევ, დაგსიზმრებიათ ვინმეს სიზმარი, რმოელსაც სათაური აქვს? ხო, არც მე. ლებოვსკის სიზმარს Gutterballs ქვია, რაც ქართულმა ტელევიზიამ იდეალურად თარგმნა – ნამგალი ყვერებში.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11