6. Mulholland Drive
აქ იგივე წარმატებით შეიძლება ლინჩის თითქმის სხვა ნებისმიერი ფილმი იყოს. მაგრამ ”მალჰოლანდ დრაივი” არის ყველაზე დიდი, სექსუალური, მისტიკური, მძაფრი სიზმარი რაც რეჟისორს ფირზე აუსახავს.

 

5. Shutter Island
მარტინ სკორსეზეს ისტერიულ ტრილერში დიაკპრიოს ესიზმრება გარდაცვლილი ცოლი, რომლიც მის მკლავებში ფერფლად იქცევა. ძველმოდური გადაღების ტექნიკას დამატებული მშვიდი მუსიკა და შთამბეჭდავი პერფორმანსები, ქმნის ძლიერ ემოციურ ეფექტს და იწვევს თანაგრძნობას და სიმპათიებს მთავარი პერსონაჟის მიმართ. სცენა არის ვიზუალური მინიშნება, რომ დიკაპრიოს გმირი უარს ამბობს წარსულში მომხდარი ტრაგედიის დაჯერებაზე და მას აქვს მენტალური აუცილებლობა რეალობად ჩათვალოს ის, რაც უნდოდა, რომ მომხდარიყო.

 

4. Sherlock Jr.
ბასტერ კიტონი კომედიური მუნჯი კინოს ეპოქის ჩემი საყვარელი არტისტია, მისი ”შერლოკ ჯუნიორი” კი სინეფილობის შინაარსის აღმწერი ყველაზე გამომგონებლური, მომხიბვლელი და მხიარული ნაწარმოებია. ჩაძინებულ კინომექანიკოსს ესიზმრება როგორ ხდება იმ ფილმების უშუალო ემპიცენტრში, რომელსაც დიდ ეკრანზე უშვებს. და თან ოსტატური მონტაჟის წყალობით ტრანზიცია რეალობიდან კინოეკრანს მიღმა იმდენად რეალისტური და შთამბეჭდავია, რომ 1924 წელს გადაღბული სცენა დღესაც სანიმუშოდ გამოიყურება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11