9. Wild Strawberries
მოხუცი პროფესორის კოშმარი უისრებო საათებით, დეფორმირებული სახის მქონე არსებებით, ცხენებში შებმული ეტლი-კატაფალკით, რომელიც იმსხვრევა და კუბოთი, სადაც საკუთარი გვამი წევს და ხელზე ებღაუჭება. ისააკს კიდევ უნდა ცხოვრება, მაგრამ დრო გავიდა, ბერგმანის ფილმებში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გსურს. სიკვდილთან რეფლექსიის ასეთი მკვეთრად დრამატული სურათი ფირზე ალბათ არც არავის აღუბეჭდავს.

 

8. Brazil
სიზმარში მთავარ პერსონაჟს აქვს ფრთები, თვალწარმტაცი აბჯარი, ლამაზი ხმალი და ებრძვის გიგანტურ რობოტ სამურაის, რომელიც ჭრილობის მიყენებისას სისხლის მაგივრად ცეცხლით იცლება. თუმცა სამურაის დამარცხების შემდეგ, ნიღაბს მოხსნის და ნახავს, რომ საკუთარი თავი მოუკლავს, რაც ტერი გილიამის ბრწყინვალე ალეგორიაა იმის საჩვენებლად, რომ მთავარი პერსონაჟი სემ ლოური იმ სისტემის ნაწილია, რომელსაც ებრძვის.

 

7. The Astronomer’s Dream
მოხუც ასტრონომს ესიზმრება, რომ მთვარე უჭამს ტელესკოპს. ჟორჟ მელიესის ფეერიულ ფილმოგრაფიაში მთვარე ხშირი მოქმედი გმირია, ამ შემთხვევაში კი ყველაზე სასაცილო. მუნჯი კინოს ერაში ბევრია შთამბეჭდავი სიზმრის სცენები, მურნაუს, ფლემინგის, ლუბიტიჩის, კონკრეტულ ფილმებში, მაგრამ მელიესის ჯადოსნური ფანტაზია მაინც ყველაზე მეტად ახერხებს მაყურებლის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩემი) გულის მოგებას.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11