1. Dogville
ლარს ვონ ტრიერის „დოგვილი“ უნივერსალურ ენაზე მოსაუბრე ფილმია. მის სივრცულ გარემოში, სადაც არ არსებობს ინტერიერი და ექსტერიერი, მთელი სამყაროა წარმოდგენილი. მეტი სიზუსტისთვის კი ამერიკა. ტრიერი ქმნის პოლიტიკურ მანიფესტს და ახლიდან წერს ძველ აღთქმას. ის აკრიტიკებს საზოგადოებრივ მორალს და ღირებულებებს, ლიბერალურ იდეოლოგიას, დემოკრატიული სისტემის ძალაუფლებას, ეკონომიკურ და რასულ უთანასწორობას და ა.შ. ტრიერი თანამედროვე ამერიკულ ფოლკლორს აწარმოებს, ისტორიას, რომელიც ძილის წინ უნდა მუყვეს მშობელმა შვილს. ის როგორც ყოველთვის ძლიერი სატირის გარსით საზღვრავს თავის ქრესტომათიული მნიშვნელობის სურათს. საბოლოოდ, თანამედროვე კაპიტალისტური სოციო-პოლიტიკურეკონომიკური რეალობის ცინიკურად და ავთენტურად ილუსტრირების შედეგად, ხელთ გვრჩება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაც ჩაგვრის და უთანასწორობის წინააღმდეგ შექმნილა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11