ტოპ-10 სინემა სიზმარი

კინემატოგრაფი სავსეა ბრწყინვალე სიზმრის სცენებით, ამიტომ ათეულის შერჩევა ძალიან დიდი თავსატეხი გამოდგა. ვინაიდან ათეულს გარეთ დარჩნენ, თავი ვალდებულად ჩავთვალე მეხსენებინა ნოლანის ”ინსეფშენი”, რომელშიც ყოველი მეორე სიზმრის სცენა გრანდიოზული სანახაობაა. კუროსავას ”სიზმრები”, როელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმია, ჰიჩკოკის Spellbound სალვადორ დალის შექმნილი მისტიკური ზმანების სცენით, ტარსიმ სინგჰის The Fall და Cell, სადაც რეჟისორის ულევი ფანტაზია მრავალფეროვან სტილისტურ სასწაულებს ქმნის. გონდრის Science of Sleep აბსტრაქტული, სახალისო კადრებით. მულტფილმ ”დამბოს” ფსიქოდელური, ფერების დღესასწაული. სკოტ პილგრიმის სიზმარი უდაბნოში, რომელიც თავის გულახდილობით საკუთარი სიზმრის ასოციაციას ქმნის და კიდევ სხვა და სხვა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სია დაკომპლექტებულია ყველა დროის და ხალხების სააუკეთესო სიზმრის სცენებით კინემატოგრაფში. მის გარეთ მყოფთა მნიშვნელობა არ კნინდება, ამიტომ გულთან ძალიან ახლოს ნუ მიიტანთ კონკრეტული ფილმების მოხსენიების გარეშე დატოვებას.

10. Ivan’s Childhood
ტარკოვსკის პირველი ფილმი, ”ივანის ბავშვობა” არაერთ სიზმრის სცენას შეიცავს, მაგრამ ალბათ ჭაში მოქცეული ეგზისტენციის პოეტური აღბეჭდვა ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა
რაც ტარკოვსკის და კონჩალოვსკის შეუქმნიათ. ეს სცენა შეგვიძლია ჩავთვალოთ პასუხისმგებლად ტარკოვსკის შემდეგ ვიზუალურ სტილზე, რაც ბოლო ფილმამდე შეინარჩუნა და რასაც კინოში ახალ პოეტურ განზომილებას უწოდებენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11