ირონია, თუ ტკბილ-მწარე ღიმილი გამოკრთის საკუთარი თავისა და  ძმების, უკვე გაზრდილების, შეფასებაშიც.

თუმცა სარკის ამ ნამსხვრევში არეკლილ და-ძმობის, გულების ჭიდილისა და სევდის ამ ამბავში უმთავრესი მაინც ისაა, თუ რა გამოიტანა ადამიანმა შემეცნების გზის ამ ერთი საკმაოდ რთ ული და წინააღმდეგობრივი  მონაკვეთიდან:

„რა თქმა უნდა, ჩემი ყოფილი ოპოზიცია ნამდვილად იმსახურებს მადლირერბას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისტავად სრულიად არააგრსიული ადამიანი დადგა, ჩემს საქმეში საერთოდ რომ აღარ ერევა, არამედ, პირველ რიგში თავისი მოღვაწეობის იმ ასპექტის გამო, როსო წყალობითაც დროზე გამაუცხოვა ჩვნს მშობლიურ კუთხეში განსაკუთრებით ათვალწუნებული სენისგან, პაპაჩემი „იკლიკანტურობასა  და ფოლორცობას“ რომ უწოდებდა, მით უფრო, რომ ხსენებული მოვლენა იმ საქმიანობაში, რომელსაც მივდევ, ბევად უფრო სავალალო და სავაგლახოა, ვიდრე ცხოვრებაში“ (გელაშვილი 1999: გვ.82).

ყველაფერი: გრძნობები, ტკივილები, შინაგანი, „სულიერი  ხეტიალი“. მოვლენათა ჭეშმარიტი მიზეზების და არსის ძიება შემოქმედი ადამიანისთვის საბოლოოდ მიდის საკუთარი ხედვის, სამყაროს აღქმის მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესის გააზრებამდე, საკუთარი ხედვის და ხელწერის ჩამოყალიბებამდე.  და თუ როგორია ეს მექანიზმი, რომელიც მართავს საქმეს, რომელიც ცხოვრებაზე მეტია  – შემოქმედებას, დამოკიდებულია იმაზე, რა გრძნობიერი დასკვნები გამოიტანა ადამიანმა იმისგან, რაც ცხოვრებისგან მიეცა როგორც ადამიანის ნებისგან  დამოუკიდებელი რეალობა, მოცემულობა და ამ რეალობასთან ურთიერთობაში მიღებული გამოცდილება როგორ გაიაზრა და გამოიყრნა.

ამ გამოცდილებაში იგულისხმება შიშის დაძლევაც. მწერალი, რომელიც არაფერს მალავს, პირიქით, ცდილობს, იმაზე ღრმად გადაიხედოს სულის უფსკრულშჲ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია და იმაზე მეტი თქვას, რის თქმასაც, როგორც წესი ბედავენ და გადაწყვეტენ ხოლმე, „არ უშინდება შიშს“ და  მისი მოქმედებას სრულად გამოსახავს: გუბურში არეკლილი სახე მისტიურ, სულისგამყინავ შიშს იწვევს ბავშვში. გუბურა სარკეა, ანარეკლი მიღმური, მაგრამ, შესაძლოა, უფრო ნამდვილი, უფრო სრული რეალობის გამოხატულება და ის შიშის მომგვრელია სარკის აქეთა სამყაროში. იქნებ სწორედ ესაა ანარეკლების და სარკეეების შემაძრწუნებელი მიმზდიველობის მიზეზი, თუ    მცა შიში, რომელსაც ისინი იწვევენ, ძაღღვებში სისხლს ყინავს:

„ქარი უბერავს… წყალში ხეები ირხევიან. ღრუბლები სისწრაფეს უმატებენ, გუბურა ღელავს. ისევ მშვიდდება.

უცებ მეორე დიდი სახე ჩნდება ჩემი სახის თავზე… კაცის სახეა, დიდთვალებიანი. თვალებში შევყურებთ ერთმანეთსგუბეში… გული მიჩერდება. ჯოხი ხელში  მეყინება, მინდა დავიყვირო და თითქოს სიზმარში ვარ, ხმა არ ამომდის: ან დაყვირებისაც მეშინია.

………………..

გუბურის ტალხი სარკე დაიმსხვრა და მასთან ერტად კაცის სახე და შავი კლაკნილი ღიმილი გრძელ პირზე, წამიერად რომ მოვკარი თვალი.

იმედი მაქვს, რომ ეს უცხო სახე გაქრება… გუბურის სარკე აღსდგა… ნელა გამთელდა….ამ კაცის სახიანად…

მოყურებს. ზურგი გამეყინა. გონება მებინდება. ამ დროს ისევ უბერავს ქარი. გუბურა ღელავს, ზედაპირი ემსხვრევა… იმსხვრევა ცა, ჩემი სახე, ხეები, ის კაცი…“ (გელაშვილი 1999: გვ.35).

თუმცა შიში მაინც დაძლეულია, რადგან ადამიანი, რომელიც ეძიებს არსებობის არსს, აზრს და საკუთარ თავს ამ სამყაროში, მაინც იხედება სარკეში, მოგვიანებით, დიდი ხნის მერე, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი აქვს გუბურის სარკეში მთელი სამყაროს დამსხვრევა და მისი თანმდევი შეგრძნება. ესაა შემეცნების საფასური. და კიდევ, ჩემი აზრით, ძალიან საინტერსო კითხვა, რომელიც ერთ-ერთი მოზაიკური ნატეხის ბოლოს, გაუსაძლისი ტკივილის, შიშის, ტანჯვის ერთი ეპიზოდის აღწერის შემდეგ  დაისმის:

„და მრავალი წლის შემდეგ გამოიკვეტა შეკითხვაც: თუ შიშის წაყლობით ტკივილის ვერშემჩნევაიყო შესაძლებელი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა იგივე, მაგალითად, სიხარულის ან აღაც სხვა ნათელი განცდის ძალით?“ (გელაშვილი 1999: გვ.75).

სწორედ ასეთი, ტკივილზე უფრო შთამბეჭდავი განცდის აღმძვრელი სახეები ქმნიან ნაწარმოების მონატრების სურნელით სავსე,  აღქმულის  გააზრების შემდეგ შობილ,  ფიქრისა და ტკივილის გზაზე გამოტარებულ მხატვრულ ქსოვილს, რომელიც ერთდროულად სამყაროს შეცნობის, აღმოჩენის პროცესსაც ასახავს და დასკვნასაც.   სარკის ნატეხები აირეკლავენ  იმ სახეებს, რომლებიც ძვირფასი და მნიშვნელოვანია მთხრობელისათვის და მისი პორტრეტის შიგნით თავსდება ეს ანარეკლი-პორტრეტები – და არა პარალელულრად, როგორც მოსალოდნელი იყო. ამ გზით მიღწეულია  მრავალშრიანობა, ერთგვარი მრავალგანზომილებიანობაც, თითქოს მხატვრული კოლაჟის ხერხსაც იყენებს მწერალი, როდესაც მისი ავტოპორტრეტის ცალკეული ნაკვთები მასში განზავებული, გათქვეფილი სხვა სახეების შეხამებით  იქმნება და ერთ მთლიან სამყაროდ წარმოსდგება, მსგავსად ფერადი ნაკუწებისგან შეკერილი ძველი საბნისა. ეს სიჭრელის და ფანტასმაგორიული სახეების, ერთი შეხედვით, ხელშესახები  წინაპირობებისა და ლოგიკური ბმულების გარეშე  წარმოქმნილი შინაგანი, ფარული ერთიანობა და მოულოდნელად მტკიცე ურტიერტკავშირი არცაა  გასაკვირი, რადგან, შესაძლოა, შორეულად, მაგრამ მაინც ნაირა გელაშვილის სამყაროში მოგზაურობა რაღაცით ჰგავს ლუის კეროლისეული  ალისას საოცრებათა ქვეყანაში ხეტიალს, რა თქმა უნდა, არა ფანტასმაგორიულობით ან ფანტაზიის ალოგიკურობით, არამედ სწორედ იმ სასწაულის განწყობით, რომელიც პატარა ადამიანს დაჰყვება თან დიდ სამყაროში. ნაირა გელაშვილის რომანში პირიქით ყველაფერი ზუსტი, ლოგიკური, დალაგებული, გაანალიზებული და გააზრებულია , მაგრამ   პორტრეტებში, რომლებიც მასთან ერთად, მის შემდაგენელ ცალკეულ დეტალებად და ელემენტებად  აირეკლა სარკის ნატეხებში, ჩანს სურვილი, რომ თხრობა დაემორჩილოს არა გარკვეულ მიზანს, არამედ ამ სახეებში გაცოცხლდეს  მონატრება, სიყვარული, სევდა, დარდი, ფარული სისუსტე და კვლავ ფეხზე წამოსადგომად საჭირო  უეცარი ძალა, მწუხარების ნათელი და მასთან გამკლავების რთული გზა, სიცოცხლის და სიკვილის განუყოფელი, ერთიანი შეგრძნება. მამის, დედის, პაპების, განსაკუთრებით ბებიის  – ელენე გოგიჩაიშვილის პორტრეტი სრულად წარმოაჩენს  ამ რომანის არსს: ეს ერთი თავი, რომელიც ბებიას სიცოცხლეს და სიკვდილს აღწერს, თითქოს შემცირებული მოდელია მთელი რომანისა და მის სტრუქტურას აირეკლავს, როგორც წვეთი ოკეანეს – მასში მოცემულია სრულიად რეალური, დოკუმენტური მასალა, აღწერილია ადამიანი, როგორც პიროვნება,  დახატულია მისი ცოცხალი სახე, თვითმყოფადი ხასიათი, პორტრეტს ფონად უდევს ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდა ეს ადამიანი, მაგრამ უმთავრესი მაინც ის გრძნობაა, რომელსაც აღძრავს ბებია – მძაფრი, თბილი, დაუვიწყარი. სწორედ ხსოვნის და სიყვარულის  გრძნობებია,  რომლებიც სიკვდილის  მიჯნის იქით და აქეთ განუყოფლად, განუშორებლად  აერთიანებს ადამიანებს – ცოცხლებს და მკვდრებს. ამიტომაა სიკვდილი ასე მარავალგზის „ახლოით განჩხრეკილი“ და ასე ხშირად ტკივილისმომგვრელი ფიქრების  თემად   შეგნებულად და უყოყმანოდ  შერჩეული. მწერალი არ აარიდებს ტკივილს თავს, მძიმე თემებს, ორჭოფულ საკითხებს თავს, არსად და არასოდეს, ეს ნაწილობრივ  ჩანს ამ ტექსტშიც, რადგან აშკარაა, რომ ტუნდაც გარდასულის ასახვისას, მისი მიზანია არა გულაჩუყება წარსულის სურათებით, სიმშვიდე ან „ყველასგანმოწონებულის“ ნეტარი ლივლივი ცხოვრების  ტალღებზე, არამედ საკუთარი თავის და სიცოცხლის შეცნობა ისე და ისეთად, როგორიც არის ის, ტანჯვის და სიხარულის, სიკვდილის და სიცოცხლის ერთიან ნაკადში.  ასეთი სტრუქტურა და მხატვრული მიზანდასხულობა აქვს ამრომანს და ის მეტნაკლებად თითქმის ყველა თავში – ნატეხში იგრძნობა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რომანს გააჩნია მძაფრი სოციალური პლანიც, რომელიც, თითქოს, ერთი შეხდვით,  არც თუ ისე მკვეთრია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების მრავალშრიანობა ეჭვს არ იწვევს, მაინც შეიძელბა გაჩნდეს განცდა, რომ აქ მოცემულია, აღწრილია მხოლოდ ადამიანის სულში თვითჩაღრმავების, დროის გრძნობიერი ხატის შექმნის  პროცესი, ერთგვარი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია წარმოდგენილი, რომელიც დიდი წარმატებით დაგვივრგვინდა ყოველგვარი კონკრეტული  პრობლემატიკის გაანალიზების გარეშეც. მაგრამ ემპირიული დროისა და სივრცის შემავსებელი მოვლენები და თუნდაც მათი პარამეტრები პირობითია. შეგრძნება, რომ ისინი მხოლოდ სულის პორტრეტის მკრთალი ფონის როლს ასრულებენ, მოჩვენებითია, განსაკუთრებით თხრობის შემდგომ ეტაპებზე, როდესაც ბავშვის ზრდასთან ერთად მის სამყაროში შემოდის ეპოქა, დრო, მისი თანმხლები ტრაგიკული (მამის სიკვდილი)  და მანკიერი მოვლენებით (სკოლა, მთხრობელის მოზარდობისდროინდელი თბილისი). სწორედ აქ ჩანს, რომ სრულიად კომკრეტული გარემო არ არის მხოლოდ პოეტურ-გრძნობიერი  სახეების შექმნისათვის სახარბიელო იმპულსი და მკრთალი ფონი, არამედ არის ის, რასთან მომართებაშიც და რასთან გამკლავების რთულ გზაზეც ჩამოყალიბდა  მოაზროვნე და შემოქმედი ადამიანი, რომელმაც შეძლო დაეწერა ასეთი პოეტური, უშიშარი და ზუსტი წიგნი ადამიანის სულსა და მის დროზე.

 

1 2 3 4 5 6