* * * *

 

ამ ზაფხულს, ისევ ვიხეტიალე ამ ჩვენს სანახებში, მოვინახულე ასე მონატრებული ადგილები, სადაც მთელი ჩემი ყმაწვილკაცობა გავატარე. მზის ჩასვლისას შინ რომ ვბრუნდებოდი, სოფლის იმ მხრიდან, სადაც ამოსასვლელში ერთი ვიწრო ხევია, მანამდე კიდევ, ხშირი, ბნელი თხმელნარი, გარშემო ისე იყო ყველაფერი გასუსული, მთელ გზაზე ხარაბუზების ბზუილი მესმოდა.. არადა, რა ხარაბუზების ბზუილი, არც ისე დიდი ხნის წინ, ზუსტად ამ დროს, ზუსტად ამ ადგილებში, თითქმის ყოველდღე, აქ ისეთი ხმაური და ალიაქოთი იდგა, იმ ყურთასმენის წამღები  ხმებით გაბრუებულს ღამე დაძინება მიჭირდა. საღამოხანს გლეხები აქ უყრიდნენ თავს ყველა მხრიდან ჩამორეკილ პირუტყვს, იყო შეძახილები, ნაიალაღარი  ხარების მუქარანარევი  ბღავილი, წვრილფეხა საქონლის ზმუილი, ქშენა.. სადღაც ძაღლები ყეფდნენ ან ჩხუბობდნენ, გლეხები მთელ ხმაზე უმისამართოდ „ოჩი აბშშ“-ს გაჰყვიროდნენ, ან, ერთმანეთს გასძახოდნენ. სადღაც ნაჯახების კაკუნიც ისმოდა, ერთი სიტყვით დუღდა სიცოცხლე აქ. ახლა კი,….
მოდიხარ და მთელ გზაზე ხარაბუზების ბზულის უსმენ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8