
მუსიკალური გაფორმება ცალკე ცოცხალი პერსონაჟია ფილმში. ტიტრებიდან მოყოლებული, კომპოზიტორ რავი შანკარის სიტარი მელოდიური და მრავალფეროვანი ჟღერადობით აწყობს ემოციების მოზაიკას და ეხმარებამაყურებელს მთავარი გმირების ინტერნალიზებული განცდების ცხადად აღქმაში.
მაშინ, როდესაც 50-ან წლებში დასავლური კინოსამყარო სექსის და ძალაუფლების ირგვლივ მოძრაობდა და მანამდე ფარული ქვეცნობიერი სურვილების გამხელით იყო დაკავებული, აზიასა და აფრიკაში, ახალშეძენილი თავისუფლებით მიღებული სიმამაცე და გამბედაობა რეჟისორებსსაშუალებას აძლევდა დიდი ხნის დაგროვილისათქმელი კინოფირით გადმოეცათ.ამის შედეგად კი კინემატოგრაფის ოქროს პანთეონში მრავალი კოლოსალური ნამუშევარი განთავსდა. „პატარ პანჩალი“ ერთ-ერთი დიადი კინომონუმენტია, რომელზე დაკვირვება და გაანალიზება ესთეტური და ეთიკური სიამოვნებაა.
