ნოველაში ,,სადგური’’ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნავთლუღის სადგურზე ხვდება მოხუც ბებიას. ამ სადგურის პატარა, მოზღუდულ სივრცეში მკითხველის თვალწინ იშლება ადამიანური ურთიერთობების ნათელი სურათი. თანაც  აქ  არ არის მარტო აწმყოს  პლასტი, არც მხოლოდ წარმავალი ამწუთიერის ხატია.  მას მტკიცე კავშირი აქვს მარადისობასთან. რაც ჩანს კიდეც ლევანის სიტყვებში: ,, – რა თავისებური სილამაზისაა აქაურობა! თითქოს მარადიული იყოს ეს სიმშივდე – ეს თანაბარ სიგანეზე წაღებული ლიანდაგები, წითელი შუქები, ორთქლი, პროჟექტორები და მათი ნაძები, შიშჲნი, მარტო მიმავალი კაცი ლიანდაგებს შორის’’ სადგური სახეა  გზის, სვლის, ამ შემეთხვევაში კი აღიქმება როგორც საკრალური სივრცე, რომელიც თავის წიაღში იღებს მატარებელს – ადამიანის ცხოვრებას. ამ მატარებლით კი მოდის ბებია და აწმყო – სიყვარულით სავსე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შეხვდება მას – წარსულს და ადამიანურობის, სიკეთის სახელით დიდი ზეიმიც შედგება, რადგან სიყვარული, ზრუნვა, სითბო გააქრობს მოხუცი ქალის თვალებში ჩამდგარ მარტოსულობის შიშს და ტკივილს. და ეს ზეიმი დახატულია ისე, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, თუმცა შეგრძნება სრულია – ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ხდება ამ სადგურში. მანამდე კი ტექსტში შემოდის კიდევ ერთი, რევაზ ინანიშვილის მხატვრული სამყაროსთვის ასევე ნიშანდობლივი ხსოვნის ქრონოტოპი. ლევანი იხსენებს მატარებელთან დაკავშირებულ უმძჲმეს, ტრაგიკულ ეპიზოდს თავისი ბავშვობიდან, მაგრამ ეს მუქი, ბნელი ლაქა ამ ნოველის სიკეთით და სიყვარულით გამთბარ სივრცეშჲ აღიქმება სწორედაც როგორც ჩრდილი, რომელიც უკეთ გამოკვეთს იმ სულის  სინათლეს, რომელიც განმსჭვალავს ტექსტს და მწერლის სათქმელს – სიყვარული, ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობები მზესავით ანათებს და ათბობს სამყაროს. აყუჩებს ყველა ტკივილს.

                          მწერლის ეს კრედო მყარია. მთელი მისი შემოქმედება ადასტურებს ამას. იგი უმეტესად წერს იმ მოვლენებზე, რომლებიც მის თანადროულ სამყაროში, მის ირგვლივ განფენილ დროსა და სივრცეში ვითარდება, მაგრამ, სავარაუდოდ, ასეთი მყარი რწმენა სიკეთის უზენაესობისა, შეიძლება შეგნებულ რწმენაზე მეტად, სიკეთის უპირატესობის თანდაყოლილი შეგრძნების სიტყვაში ხელშსახებად ხორცშესხმის მძაფრი სურვილი გაპირობებულია  მწერლის ლირიკულ-პრობით დროსა და სივრცეშჲ მითოპოეტური –  ყველაფრის საფუძველთა საფუძველი –   შრის  არსებობითაც. ნოველაში ,,ღორის დაკვლა’’ რეალური გადადის ირეალურში. ადამიანი, რომელიც  დაესწრო ღორის დაკვლის შემზარავ რიტუალს, აღწერილს მწერლის გასაოცარი ოსტატობით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დეტალების შემჩნევისა და გამოსახვის უნარით, უცებ ქალრმერთ დალის ხვდება. ამ შემთხვევაში არის გარკვეული მინიშნებაც, რაღაც მისტიურიც და აუხსნელიც:

                          ,,ხანდახან ვეკითხები ჩემს თავს – რაღა მე, რაღა იმ საძაგლობისას, ღორის დაკვლის დროს ამოამრჩია ამდენ ხალხში? პასუხს ვე ვაძლევ, ფიქრი მაქვს ერთი ამბის. – ერთხელ, შუაღამისას, თოვლში, ჩვენი ქუჩის დასაწყისში, ტუიის  ბუჩქებში ვნახე ატირებული პატარა გაყინული ყრუ-მუნჯი გოგო, გავახვიე პალტოში, მოვიყვანე სახლში, დედამ მოუფერა, გაათბო, გააბანა, დააძინა თბილ, სუფთა ლოგინში. დილით კი ვეღარ ვნახეთ, ამდგარიყო და წასულიყო, მისი ვეღარა გავიგეთ რა, მილიციის დახმარებითაც კი. მაგრამ თან მაშინვე ვკითხულობ, – როდის იყო ეს ამბავი, უუ, ან რა შუაში უნდა იყოს ყოველივე ეს და ნაბანავარი, ღამე, თოვლი, ტყე. ჰო, ტყეები, თოვლი, ველები და ღამე ბავშვობიდან მიყვარდა და ახლაც მიყვარს…!’’(ინანიშვილი 1986: 55).

                          აშკარად ჩანს, რომ მწერალმა კარგად იცის, რომ ღორის დაკვლის სურათის ზედაპირზე განფენილი ამბის მიღმა მრავალი შრეა, იოლად თუ რთულად აღსაქმელი  და რომელიც თვით მითოპოეტურ,  დალის დროსა და სივრცესაც იტევს და, რაც მთავარია, ყველაფერს, რაც ამ სამყაროში ხდება, აქვს მიზეზ-შედეგობრივი ბუნება, ხოლო ყველაფრის გამაპირობებელი ისევდაისევ სიკეთეა. ამ ტექსტში, შესაძლოა, მთლიანად მეტაფიზიკურ, მითოპოეტურ პლანშიც კი გადადის ცენტრი და მისი მეშვეობით ხდება ნაწარმოების როგორც აზრობივი, ისე ემოციური პლანის გამოკვეთა. ეს მითოპოეტური შრეები დროდადრო იელვებენ ხოლმე ლირიკულ-პირობით დრო-სივრცეში, ხან ოჩოპინტრეს, ხან ბუნების მარადიული სულის, ხან სხვა, თვალით თითქმის შეუმჩნეველი უმცირესი ნიუანსების სახით, თუმცა არასოდეს უკარგავენ ტექსტს რეალურობის ელფერს, თუნდაც მასში აღწერილი სინამდვილე ძალიანაც პირობითი იყოს. ამ რეალურობის განცდას ინარჩუნებს ის, რომ მწერლის მხატვული, სიტყვიერი საბურველის მიღმა, ცენტრში მუდამ დგას ადამიანი, მისი რეალური სამყარო, მისი ნამდვილი შეგრძნებები. მისი ფსიქიკა კი იტევს იმასაც, რაც გარშემოა და იმასაც, რაც მხოლოდ მის შგნით შეიძლება დაიბადოს, იმასაც, რასაც ის ხედავს და იმასაც, რასაც სურს, რომ ხედავდეს.

                           რევაზ ინანიშვილის სივრცე მკაცრად ანთროპოცენტრულია. მაშინაც კი, თუ ის მხოლოდ ბუნების სურათებს, ერთი შეხედვით უკაცურ პეიზაჟებს აღწერს. მისი დახატული მინდვრები, ხნულები, ვენახები, ბაღები, მთები… – ყველაფერი ადამიანის გულშია არეკლილი და მხოლოდ შემდეგ, ინდივიდის თავისებურების, მისი წარმოსახვის მიხედვითაა გარდაქმნილი და გარეთ გამოტანილი. მხოლოდ ადამიანის  დამოკიდებულება, ადამიანის მიერ გააზრება  აძლევს  მათ იმ მნიშვნელობას, რომელიც მარადიულობასაც მოიცავს და არსებობის ფარული აზრის წვდომასაც. სამყარო ადამიანის ფიქრშია ტკივილით და სიყვარულით ახალ სიცოცხლედ, ახალ სახედ გარდასახული, ჰიბრიდად – ადამიანი და ბუნება განუყოფლად ერთად – ქცეული და შემდეგ გადმოღვრილი ფურცელზე.

                         სივრცის თვისობრიობა და მისი  სრულად გაგება და ათვისებაგრძნობების გამოხატვის ასპარეზად აქცევს მას. ნოველაშჲ ,,ბებია და შვილიშვილი’’ ვხედავთ ერთი შეხედვით მარტივ სურთს – კაცი ბარავს და ასე, ბარვა-ბარვით ნელ-ნელა უახლოვდება ცოლს. ის ითვისებს და  ითავისებს სივრცეს, გადალახავს მას, აქცევს საკუთრად – დაბარულად, ასე სძლევს მის უცხოობას, მის დამაბრკოლებელ ბუნებას, რათა მიაღწიოს იმას, რაც აზრს აძლევს მის არსებობას ამ სივრცეში – სიყვარულს. ადამიანის ქმედების, მოძრაობის, სწრაფვის და სიცოცხლის საზრისი ამ ნოველაში სწორედ სივრცის ფიზიკურ-გრძნობიერი ათვისების გრაფიკულად მარტივი, მაგრამ ღრმა შინაარსის მქონე სურათითაა გადმოცემული.

                          ასევე საგულისხმოა მწერლის მიერ დროისა და სივრცის გააზრება ნოველაში ,,წრე’’. აქაც ჩანს, რომ მისი სამყარო მართლა ანტროპოცენტრულია და ბუნების, მიწის სურნელი, ქმედებები, ის სურათი, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში, მცირე, მაგრამ თვითშემეცნებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე დროულ ლოკალში აკვირდება პერსონაჟი, მნიშვნელობას იძენს მისი გრძნობიერების გამახვილების კვალდაკვალ. ის სივრცე, რომლის მფლობელებიც ქალი და გოგონა არიან, სიკეთის, სიქველის, მშვენიერების, ადამიანურობის საკრალურ სივრცედ გარდაიქმნება კაცის თვალში და სულში, ხოლო მისი კუთვნილი ქალაქის სივრცე კი, რომელშიც არ არის ჰარმონია, ,,ასაფეთქებელი წრის’’ მრავლისმეტყველ დეფინიციას იღებს, რადგან კაცი უკვე ბოლომდე აცნობიერებს, რომ იქ დაკარგულია ადამინური სითბო, იქ მარტოობაა და თანაც წრე შეკრული, გამოუვალი და ჩაკეტილია და თუ არ ააფეთქე, ისე ვეღარ დააღწევ თავს..

 

 

1 2 3