ფილმის პრემიერამდე ერთი თვით ადრე, 24 წლის ასაკში გარდაცვლილი ჯეიმს დინი დღემდე ძლიერი კულტურული მნიშვნელობის ფიგურად აქცია არა მისმა მიმზიდველობამ, სტილმა ან დამაჯერებელმა სამსახიობო ოსტატობამ, არამედ ემოციურმა რეალიზმმა, რომლის ინვესტირებაც დაუზოგავად მოახდინა ჯიმ სტარკის პერსონაჟში. 50-იანი წლების შემდეგ ცივილიზებულმა სამყარომ საკმაო პროგრესს მიაღწია, მაგრამ გრძნობით მედიუმზე არაფერი შეცვლილა, ჩვენ ისევ იმას განვიცდით, რასაც ჯიმი, ჯუდი და პლატონი განიცდიდნენ და კვლავ გვესაჭიროება ემოციური მხარდაჭერა და წინამძღოლობა. და თუ ამისთვის საჭირო ადამიანური რესურსი ჩვენს ირგვლივ არ აღმოჩნდება, შეგვიძლია ამერიკული კინოს მთავარ მეამბოხეს მივაკითხოთ, რომელიც თეთრ მაისურსა და წითელ ხასხასა პერანგში მითიური გმირივით ატარებს ადამიანური კომუნიკაციის გაუმართაობის სევდას.

 

 

1 2 3