სწორედ ამიტომ აუცილებელია მის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა მხოლოდ საჯარო დემონსტრაციები და პროტესტები მხოლოდ სისტემის მოდიფიკაციას თუ ახდენს. კაპიტალი მსხვილ კორპორაციებში, საზოგადოებაზე გავლენის მომხდენ ყველა მნიშვნელოვან ობიექტშია ინტეგრირებული, ამიტომ აუცილებელია ისეთი ფუნდამენტის შექმნა, რომელიც ნეოლიბერალურ მმართველ კლასს შეაჩერებს. პროტესტი არ უნდა იყოს დროებითი მოველნა, რომელიც ჩაივლის, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე ჩვენში. აუცილებელია ორგანიზების ისეთი ტიპი, რომელიც გამოიწვევს სისტემის არა მოდიფიკაციას, არამედ ნეიტრალიზებას. და ეს ვერ მოხდება ენჯიოების თუ ფეისბუქ პოსტების საშუალებით, აუცილებელია ჩვენ ყოველდღიურობაში დავნერგოთ, რომ თითოეული ადამიანის მოვალეობად გადაიქცეს უთანასწორობის წინაშე ბრძოლა.

როგორც ჯონ სტეინბეკი ამბობს მრისხანების მტევნებში, როდესაც სადმე ბრძოლა გაიმართება იმისთვის, რომ მშიერი დაპურდეს და როდესაც პოლიციელი ვინმეს გალახვს, მისი პერსონაჟი, გადარჩენისათვის მებრძოლი ფერმერი, ტომ ჯოუდი, იქ გაჩნდება. საითაც არ უნდა გაიხედო, ტომ ჯოუდის აჩრდილს ყველა კუთხეში დაინახავ. სტეინბეკს კარგად ესმოდა მსგავსი სულისკვეთების მნიშვნელობა და საჭიროა ჩვენც იგივე დავინახოთ. არადა შრომით ექსპლუატაციასთან პირისპირ შეყრისას ხშირად არც ვიმჩნევთ მას. როდესაც მაღაზიაში შევდივართ და კონსულტანტს გადაღლილი და შეწუხებული სახე აქვს, კაფეში მიმტანი არ იღიმის და ა.შ.  ვღიზიანდებით და იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს ადამიანები დღეში 12 საათს მუშაობენ, დაახლოებით 400 ლარიან ხელფასზე და დამსაქმებელი აქედანაც ყოველთვიურად გაურკვეველი მიზეზებით აჭრის მათ ფულს.

მოკლედ, როგორც გალაკტიონი წერს თავის ლექსში „პირველი მაისი“, მეფეებს სურთ რომ მუშათა პირველი მაისი ჩაკლან, თუმცა მოვა დრო და პირველი მაისი გამარჯვების დღედ გარდაიქმნება. ასე რომ, გილოცავთ მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.

1 2