ისეთი სიმშვიდე არასდროსაა, როგორიც წერის პროცესში

 

სატელეფონო ინტერვიუ პეტერ ჰანდკესთან ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 2019 წლის 10 ოქტომბერს. ინტერვიუერი ადამ სმიტი, ნობელის მედიის მთავარი სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ამ ინტერვიუში პიტერ ჰანდეკი განსჯის თავის საქმიანობას/შემოქმედებას. იგი აღწერს, თუ როგორი აუხსნელი თავისუფლების გრძნობა დაეუფლა ამ სიახლის მოსმენისას, იმ ფაქტს, რომ ის გრძნობს სხვა მეტამორფოზის საჭიროებას და მსჯელობს იმ გზებზე, რომელთა დახმარებითაც მას მისი მწერლობა ყველაზე მეტ შედეგს მოუტანს.

 

სატელეფონო ინტერვიუს ჩანაწერი

 

პეტერ ჰანდკე: გამარჯობა.
ადამ სმიტი: გამარჯობა. ჩემი სახელია ადამ სმიტი, გირეკავთ ნობელის პრემიის ვებგვერდიდან და მოხარული ვიქნები, თუკი ორიოდ წუთს დამითმობთ.
პჰ: ისეთი დაღლილი და გამოფიტული ვარ უკვე. ვერ აგიხსნით. ვერც კი აგიხსნით.
ას: გავიგონე, როგორ ილაპარაკეთ პრესკონფერენციაზე, ლაპარაკობდით ვიღაც ხალხზე, კამერებით რომ დგანან თქვენს სახლთან, ხო მართალია? თქვენ თქვით, რომ შეიძლება პრემიამ მოგცათ თავისუფლების შეგრძნება.
პჰ: დიხ, დიახ, ასეა.
ას: შეგიძლიათ ამის ახსნა?
პჰ: დიახ, არ შემიძლია ამის ახსნა. ეს იყო თავისუფლების ისეთი განცდა, რაც აქამდე არ მიგრძვნია.
ას: ეს ძალიან საინტერესოა.
პჰ: დიახ, ვერ ვხსნი, ვერ ვახერხებ. მისტიკური, ჰა? ვფიქრობ ეს არ იყო ჩემი მშვიდობა, ეს იყო სხვა მშვიდობა, გარედან მოსული, არ ვიცი. სრულიად… მშვიდობა აბსურდული გზით.
ას: ისე ჟღერს თითქოს ეფექტს დიდი დრო დასჭირდება, რომ ჩადგეს.
პჰ: დიახ, მართალი ხართ, დიახ, დიახ.
ას: კომიტეტი თავის დასაბუთებაში საუბრობს იმ გარემოებაზე, რომ თქვენ ასახეთ პერიფერია. ეს ისაა, სადაც თქვენ გრძნობთ, რომ არსებობთ?
პჰ: ყველაფერი შეიქმნა იმისთვის, რომ განადგურდეს. დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო პერიფერია და ვფიქრობ, რომ მე ვარ … თავს ვგრძნობ, თითქოს ერთგვარი მკვლევარი/შემსწავლელი ვიყო ამ პერიფერიისა… ეს არის უწყვეტი/მუდმივი პროცესი, თუმცა დღეს მე ვგრძნობ, ჩემს ასაკში უნდა დავემორჩილო ერთგვარ მეტამორფოზებს, რომლებსაც გამოვიცნობ, ისევე როგორც ყველა მწერალმა უნდა გააკეთოს ეს, უნდა ჩაიდინოს… უნდა იცხოვროს თავისი ცხოვრებით. ეს არ ყოფილა პერიფერიის იდეოლოგია. მე ვგრძნობ… ვგრძნობდი რომ ეს იყო ჩემი ადგილი. და მინდოდა ეს სხვებისთვის მეთქვა.
ას: მგონი, თქვენ ახლა განსახილველად შემოგაქვთ საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისის ერთგვარი საპირწონე ხედვა?
პჰ: აი, ასეთი ბუნება მაქვს. თუმცა ხანდახან საყოველთაოდ მიღებული წესებითაც ვცხოვრობ – მომწონს ყოველდღიური/ჩვეულებრივი ხალხი. მაგრამ მე არ ვარ … მე არ ვიცი … მე არ ვიცი … მე ჩემს თავს ვერ განვსაზღვრავ. და მე ნამდვილად ბედნიერი ვარ ამით, რომ ვერ ვაკეთებ ამის დეფინიციას, ან ისევე როგორც ჩემი საქმიანობის ან შემოქმედებისას.
ას: თუმცა ამის მიუხედავად ხალხი მაინც სულ ამას მოგკითხავთ.
პჰ: ნამდვილად. ვშიშობ, ასეა.
ას: თქვენ იმდენად პროდუქტიული ხართ და იმდენ ჟანრში მუშაობთ, აშკარად გსიამოვნებთ წერის პროცესი? რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ? რა გაძლევთ ძალას, სტიმულს ამდენი საქმე აკეთოთ?
პჰ: ოცნება … სანამ წერა დავიწყებ, ვოცნებობ წიგნზე, მოგზაურობაზე, მოგზაურობაზე… შემდეგ, შემდეგ… ზოგჯერ დღის ბოლოს, როდესაც მე დავამთავრებ იმას, რასაც ვწერდი, ეს ყველასფერი უკან მიბრუნდება… უცნაურად, ზღვასავით. ეს ძალიან კარგი გრძნობაა. ხანდახან ნაწერი გიბრუნდება უკან, როგორც a vauge (ფრანგ. ტალღა) … ტალღა ბედნიერებისა. ხანდახან, ყოველთვის არა!
ას: ეს ისაა, რის მიღწევასაც ესწრაფით?
პჰ: აი, აი…. რომ იყო მართალი, მართალი რომ იყო… მაგრამ ვერ აიძულებ თავს, ძალას ვერ დაატან, რომ მართალი იყო. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ხვდები, რომ ეს იყო სიმართლე, რასაც აკეთებდი… ოღონდ მერე, მერე…არა პროცესში, არა ქმედების დროს.
ას: შეგიძლიათ მითხრათ, თქვენი შემოქმედებიდან რომელმა ნაწარმოებმა მოგცათ ამის შეგრძნება მაქსიმალური დოზით?
პჰ: აჰ… არა, არ შემიძლია. ხანდახან ეს უფრო სუსტი მეჩვენება, ხანდახან კიდევ… მე არ ვკითხულობ ჩემს საკუთარ წიგნებს. მაგრამ ხანდახან ახალი გამოცემა რომ მზადდება, გადავშლი ხოლმე და ვგრძნობ, რომ ეს ცხოვრება, მწერლის ცხოვრება არც თუ ისე უიმედოა, არც თუ ისე ცუდია.
ას: თქვენ ამას წარსულ დროში უყურებთ, მწერლის ცხოვრება? ნამდვილად…
პჰ: არა, ბევრ ჩემს სენტენციას ვივიწყებ. ზოგჯერ მკითხველი მეუბნება იმის შესახებ, რას კითხულობენ ჩემი წიგნებიდან და საერთოდ აღარ მახსოვს. ზოგჯერ ძალიან მიკვირს, როდესაც ისინი ამას აკეთებენ … ხან ციტატას მეტყვიან, ხან ნაწყვეტს წამიკითხავენ… და მე კიდევ ვეუბნები, რომ ეს არ არის … ეს არ არის თამაში. მე ვეუბნები, რომ ეს არის რეალობა … არ მახსოვს, თუ დავწერე.. ვგულისხმობ სხვა სიტუაციაში, სხვა კონტექსტში, როცა ვწერ … თუმცა თავში ყველაფერი რიგზე მაქვს და მშვიდად ვარ. ისეთი სიმშვიდე არასდროსაა, როგორიც წერის პროცესში. როცა ვწერ, ვგრძნობ … როდესაც პრობლემა მაქვს, მე მომწონს პრობლემები … როდესაც პერიოდულად პრობლემა მაქვს, წინ ვიხედები და შემდეგ ვმშვიდდები… ისე ვმშვიდდები, როგორიც არასდროს ვარ ყოველდღიურ ცხოვრებაში. [იცინის] ბოდიში.
ას: ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა, თუ როგორ აღწერთ პროცესს. დიდი მადლობა, რომ მესაუბრეთ.
პჰ: კარგ საღამოს გისურვებთ, ადამ.
ას: დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
პჰ: ნახვამდის, ნახვამდის.
ას: გმადლობთ.

 

გერმანული და ინგლისური მასალების მიხედვით მოამზადა
შორენა შამანაძემ

 

 

1 2 3 4 5