„დიდი გეგმები არ მქონია. უბრალოდ ვიცოდი, რომ რაღაცა უნდა მეცადა“, ამბობს იგი. „მახსოვს, როცა სამსახურიდან შინ ავტობუსით ვბრუნდებოდი და ვიცოდი, რომ მალე სამუდამოდ მოვშორდებოდი ამ დაწყევლილ სამუშაოს და ამ დაწყევლილ უფროსს, რომელიც გამუდმებით ჭკუას მარიგებდა. თავში სულ ჯგუფ The Clash-ის სიმღერა Clampdown მიჟღერდა. თუკი რამე სასოწარკვეთა და ბრაზი დამგროვებოდა, ამ სიმღერაში იყო თავმოყრილი. პიესებიც სწორედ ამ სიბრაზის გრძნობამ დამაწერინა. სწორედ ჯო სტრამერმა (Joe Strummer) ღმერთმა აცხონოს, შთამაგონა ეს ბრაზი, და ასევე სიყვარული პოეტური მძვინვარებისადმი.“

მარტინმა და ჯონმა, ამჟამად წარმატებულმა მწერალმა და ორი მხატვრული ფილმის – „გვარდია“ (The Guard)და „გოლგოთა“ (Calvary) – რეჟისორმა თითქმის ერთდროულად  აღმოაჩინეს მარტინ სკორსეზეს და ტერენსი მელიკის კლასიკური ფილმები და პირველად მოუსმინეს ინგლისურ-ირლანდიური პანკ-ჯგუფის -The Pogues – ხრინწიან ხმებს. მაშინ წაიკითხა მარტინმა ჰაროლდ პინტერის „დაბადების დღე“ (The Birthday Party ) და ჯონ მილინგტონ სინგსის (John Millington Synge )„დასავლეთის სამყაროს პლეიბოი“(The Playboy of the Western World), შეისრუტა სხვადასხვა ზეგავლენა, რაც შემდეგ ისეთ ჰიბრიდულ დრამატულ ხმად იქცა, რომელიც გეუცნაურება, არადა ახალია. ჯგუფის – The Pogues წევრის, შეინ მაკგოუენის (Shane MacGowan)  მსგავსად, ეს ხმაც, ფაქტობრივად, დიასპორის ხმაა: გამოკვეთილად ლონდონური ირლანდიური ენა, მთელი თავისი დიდებულებით, თუმცა ხანდახან დაპირისპირებული იმ კულტურულ მეხსიერებასთან, რომელსაც იგი ინახავს.

„ამ ჯგუფს რომ ვუსმენდი,  თითქოს თავფეხიანად ამ სიმღერებში შევდიოდი“, ამბობს იგი, „თუმცა ამ პერიოდში კიდევ ერთი რამ მოხდა: მივუბრუნდი ის მუსიკას, რომელსაც ჩემი მშობლები ბავშვობიდან გვაჩვევდნენ და გვაძალებდნენ. ეს იყო ტრადიციული ირლანდიური მუსიკა, ზოგადად ირლანდიური კულტურა, თუნდაც ჰარლინგის4 თამაში. ჩვენ ხომ ამას სულ თავიდან ვირიდებდით, როგორც მოზარდებს სჩვევიათ. მაგრამ შემდეგ ამ ჯგუფმა „ჩამომიარა“ და ეს ლონდონურ-ირლანდიური გამოცდილება რეალობასთან კავშირში ჩამომიყალიბა.“

მაკდონაფმა და მისმა ძმამ ბავშვობაში რამდენიმე წელი  ირლანდიის დასავლეთში გაატარეს, ხან სოფელ სლიგოში, დედულეთში იყვნენ, ხანაც ლეტერმულენში, გოლუეის საგრაფოში, სადაც მათი მამა ირლანდიური ენის გარემოში გაიზარდა.

„ირლანდია ჩვენთვის, ბავშვებისთვის, იდილიური ადგილი იყო,“ ამბობს იგი. „ირგვლივ სულ ეს ბიძაშვილ-მეზობელ-ნათესავი და სოფლის მწვანე გარემო იყო. მიუხედავად იმისა, თუ რას ვწერ ირლანდიურ სოფელზე, ამ პერიოდიდან მხოლოდ ცისფერი ცა და უწყვეტი თამაშობა შემომრჩა. ცოცხლად მახსოვს იქ გატარებული შობა. რვა-ცხრა წლის ვიქნებოდი. ყველა ჩემს ბიძაშვილს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ სანტა კლაუსი არსებობდა. ამაში დიდი სიტკბოება და სილბოება იყო. თან ისეთი სათუთი და გასაფრთხილებელი გრძნობა იყო, რომ მისთვის სხვანაირად არც არასდროს შეგვიხედავს. ჩვენ იქ ვიღაც ცინიკოსი ლონდონელები კი არ ვიყავით, რომლებიც სოფლურ გარემოში თავს ისე გრძნობენ, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე მოხვდნენო. ჩვენ გვიყვარდა იქაურობა.“

მაკდონაფი ლონდონის ერთ-ერთ უბანში – (‘Elephant and Castle’ ) -ირლანდიურ თემთან ერთად ცხოვრობს და როგორც თვითონ აღწერს, „სახლის ერთ მხარეს ირლანდიურ-ამერიკულ-ინგლისური ჯგუფის „The Kelly Familly“ სიმღერები ისმის და მეორე მხარეს ჯგუფისა „the Caseys“, გარეთ კი მთელი დღეები ფოლკლორული ჯგუფი the Dubliners’ ღრიალებს.“  1992 წ. მისი მშობლები ირლანდიას დაუბრუნდნენ, მარტინმა და მისმა ძმამ კი ლონდონის სამხრეთში, კამბერვილ გრინში მემკვიდრეობით პატარა სახლი მიიღეს. იქ საღამოობით სტუმრებს ღებულობდნენ. 2000-იანების დასაწყისში მეც დავდიოდი, მარტინს უკვე ვიცნობდი – მისგან ერთხელ ინტერვიუ ავიღე. კარგად მახსოვს სახლის ინტერიერი: ყოველი ოთახი უზადოდ სუფთაა და ისეთი მოწყობილია, რომ ძველი სტილი იგრძნობა.  თითქოს ძმები ასოციაციებს ვერ ელევიანო.

ზუსტად პერიოდში, 1994 წელს, მარტინ მაკდონაფმა უეცრად აღმოაჩინა, რომ სრულიად მარტოა. მის ძმას სტიპენდია მიეღო და სცენარის დასაწერად ლოს-ანჟელოსში გამგზავრებულიყო. სწორედ მაშინ დაიწყო მარტინის ძმამ პიესების წერა.

ეს როგორ მოხდა – ძმათა შორის შეჯიბრივით იყო?

„ჰოოო. მის ამბავს სულ განვიცდიდი. შენ რომ ბოლოს გვნახე, მაშინ განაცხადს აგზავნიდა. ძალიან მიხარია, რომ ამდენი რამე გამოუვიდა. წინა კვირას არსენალის და მაჩესტერის თამაშს ვუყურეთ. თავისი საქმე კარგად იცის. გარკვეულწილად კონკურენტები ვართ – ერთმანეთს ვეჯიბრებით, მაგრამ გვიყვარს კიდეც.“

საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი the Clash და რეჟისორი მარტინ სკორსეზე გიყვარდა, თავიდან არც როკ-სიმღერები დაწერა გიცდია და არც ფილმის სცენარების წერა.

„ოჰ, ძალიან მორცხვი ვიყავი, რომ ბენდში მემღერა ან სცენაზე გამოვსულიყავი“, ამბობს მარტინი და იღიმება. „რამდენიმე სცენარი დავწერე, როგორ არა, ერთმანეთზე უარესი ნაგავი. რადიოს სცენარიც კი დავწერე, მაგრამ ისიც ნაგავი. პიესები ჩემი ბოლო მცდელობა იყო. რატომ თავიდანვე პიესებით არ დავიწყე და იმიტომ, რომ თეატრი არ მიყვარდა, უფრო მეტიც, ვთვლიდი, რომ ხელოვნების დარგთა შორის  ყველაზე უარესი თეატრი იყო.“

ახალგაზრდა დრამატურგმა უხალისოდ გააგზავნა ლინეინის ტრილოგია ინგლისისა და ირლანდიის სხვადასხვა თეატრში. ცოტა ხანში მას დაუკავშირდა გარი ჰინესი (Garry Hynes), რომელმაც 1996 წლის თებერვალში  „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ გოლუეის დრუიდთა თეატრში დადგა. ამავე პიესამ მალევე ლონდონის სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გადაინაცვლა და აქვე გამოჩნდა პირველი აღფრთოვანებული შეფასება, რამაც სათავე დაუდო და განსაზღვრა კიდეც ყველაფერი ის, რაც ამას მოჰყვა. საიდანღაც გაჩნდა სრულიად ჩამოყალიბებული მწერალი – მარტინ მაკდონაფი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს გაიგო, რომ თურმე ის ყოფილა ბრიტანული თეატრის ყველაზე საინტერესო ახალი ხმა და 27 წლის ასაკში შექსპირის შემდეგ პირველი დრამატურგი, რომლის ოთხი პიესაც ლონდონის სცენაზე ერთდროულად მიდის.

 


[4] ჰარლინგი

 

1 2 3 4 5 6 7 8 9