მიაროჟნიიაიი

 

…დედას რომ იგინებიან, ხომ მაგარი ცუდია, მაგრამ საკუთარი დედის გინება ძაან მაწაკური რამეა. სწორედ საკუთარი მშობლების წარამარა აუგად მოხსენიება დაღუპავს ქვეყანას… ისე წავიდა საქმე, რომ უკვე ქალებიც იგინებიან…

ადრე გინება არ მიყვარდა. არც ჩემი და არც სხვისი. ძაან თუ გავბრაზდებოდი მაქსიმუმ მეთქვა – შე დედაგეღლეტილო!… ესეც ცუდია, დედა დედაა და მისი გაღლეტილობის ამბავი არც ისე სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ რა მექნა? ამის გარეშე არაფერი გამოდიოდა… თუ გაბრაზდებოდი და არ შეიგინებდი, ეჭვის თვალით დაგიწყებდნენ ყურებას… შეიძლება ბოღმიან კაცადაც მოენათლეთ. ამაზე მურდალი კი არაფერია კაცის ცხოვრებაში… ამიტომ ხან ხუმრობით და ხანაც სერიოზულობით ვიგინებოდი, მაგრამ ჩემი თამასას ყოველთვის ვიცავდი… ვიგინებოდი, მხოლოდ ბინძური სიტყვების გარეშე…

რა იყო, არ გაგიგია გინება “შც”-სა და “ტყ”-ს გარეშე?.. ხუმრობით გინებაც არ იცი როგორია?

  • აიტ, შენიდედამოტყლაშუნობდატყლაპოში!

… მაგრამ თუ ძაან გავბრაზდებოდი, ძაან ამომივიდოდა ყველაფერი ყელში და თუ გინების გარეშე არ შეიძლებოდა, ასე ვეტყოდი:

  • მამა ვარ შენი და როგორ არა გრცხვენია-მეთქი!

ჰმ…

  • რაო, “მამა ვარ შენი” დედის გინება არ არისო? არის აბა რაა! არის და თანაც, როგორ პირდაპირ ხვდება, იცი? “სნაიპერსკი ვისტრელ”, “ტეხნიჩესკი” ნოკაუტ!!!

ადამიანი, “მამა ვარ შენი”-ს გაგონებაზე ყოველთვის იბნევა და ეგრევე უკან იხევს… საკუთარ ყურებს არ უჯერებს და ბოლომდე ვერა ხვდება “მამა” ვუთხარი თუ “მამის ტოლა”… დაბნეული, ბოლოს ხელს ჩაიქნევს და მიდის… მაგრამ გინების ასეთ “აპერკოტს” ხშირად არ ვიყენებდი. ბევრჯერ ხმარებამ გაიაფება – გახუნება იცის. დიახ!

აი, ეგეთი – ძაან “კულტურულ-მურტულური” კაცი ვიყავი.

ჰოო, მართლა, გინების ხალხის დასაბნევად გამოყენების, ხელოვნების მშვიდ გარემოში ცქერის მიზნით. და ამის ნიადაგზე დამეგობრების ერთი უნუკალური შემთხვევა უნდა მოვყვე. ჭკუის სასწავლებელი რამეა და ყური კარგად უნდა დამიგდო… და მინდა იცოდე, რომ მაგ ამბის შემდეგ შემიყვარდა “გინება” და დავიწყე მისი დაფასება… ნუ შეშფოთდები, ტოო… ახლაც იმდენს ვიგინები, რამდენსაც მაგ ამბამდე, მაგრამ იმას, რა უწმაწურობაც პირიდან ამომდის უფრო მოწიწებით და აზრიანად ვეპყრობი და მხოლოდ შეურაცხმყოფელ სიტყვებად არ აღვიქვამ, არამედ უფრო მაგარ, მნიშვნელოვან და ღრმა რამედ, მააშ!

ეს გაზაფხულში მოხდა. ახლა არ დამიწყო, ქართული წესიერად არ იცი და „გაზაფხულში“ იმიტომ ამბობო?

ეეე, შენ რა იცი ქართული და ისტორია წესიერად… აზრზე არა ხარ, რა იყო, როგორი იყო და სად იყო გაზაფხული?

გგონია, რომ “გაზაფხული” წელიწადის დროა, სამი თვე გრძელდება… დამიწყებ გაზაფხული ისაო და გაზაფხული ესაო!

“ნე სმეში”, რაა!

 მამისმინე – გაზაფხული თბილისში სულ, ყველა სეზონზე იყო, ყოველთვის იყო და მხოლოდ ეს ბოლო წლებია აღარ არის.

გახსოვს სიმღერა? “გაზაფხულდა, აყვავილდა ნუშიიი!”… ეგა, მაგ განსაკუთრებული თბილისური, საბურთალოური “გაზაფხულის” საპატივსაცემოდა არის დაწერილი…. “ლეტნი” კინოთეატრის “გაზაფხულის” ჰიმნი იყო…

მე რომ “მაროჟნს” ანუ ახლებურად ნაყინს ვყიდდი, “გაზაფხული” მაშინ თბილისში “კრუგლი გოდ” იყო. ხალხი რიგში იდგა, რომ იქ მოხვედრილიყო, ჩემი ნაყინი ეყიდა და მისი გემრიელად ჭამით, “ვისოჩაიში” ხელოვნებით ანუ კინო “ისკუსტვით” დამტკბარიყო…

ჰოდა, “გაზაფხულში” მოხდა სწორედ ეგ ანეგდოტი… ჰაჰაჰა!… სასწაული ისტორია  ხუთი “სას”-ით.

იცი რას ნიშნავს ისტორია ხუთი “სას”-ით?

 ხუთი “სას”-ი –  ესაა ჯერ, როგორც მაგარი “სას”-წაული, მერე ნაწილობრივ მაგარი “სას”-ირცხვილო, თუმცა ჩემნაირი მაყურებლისთვის მაგარი “სას”-აცილო, ხოლო ყველა დანარჩენისთვის ანუ ბევრისთვის ჭკუის მაგარი “სას”-წავლი, ხოლო ძაან ზოგისთვისაც კი მაგარი “სას”-იამოვნო ამბავი!

ჩემი “მაროჟნი” რომ არა, ალბად ამ ამბავს არც და ვერც შევესწრებოდი. ეეჰ, რა დრო იყო – ჩავისუნთქავდი “პოლნი გრუდი”-თ და დავსჭექავდი:

  • „მიაროჟნიიაიი!“ – ჩემს ხმაზე ქალაქი იღვიძებდა. ფხიზლდებოდა და “ურა-ვაშას” ძახილით მორბოდა ჩემკენ.

…ახლა ქუჩაში რომ გამოვდივარ, მუნჯივითა ვარ…

როგორი დასაძახებელია – ნ ა ყ ი ნ ი! – ვცადე ერთხელ და არაფერი გამომივიდა… მაგარ შარში გავეხვიე

“ნაყინი”-მეთქი და ვიღაცას ეგონა ჯართს ვიბარებდი – რკინები გამომიტანა.

  • რკინა რად მინდა მეთქი, მე ნაყინს ვყიდი, რკინა და ჯართი რა თავში უნდა ვიხალოთქო.
  • თუ ჯართს არ იბარებ, მაშინ რა გაყვირებსო! – იქით გამიბრაზდა, არადა მართალი იყო ეს კაცი. “ნაყინი”-ს და განსაკუთრებით “მიაროჟნიიაიი”-ს დღეს ქუჩაში ვერ დაიძახებ. არც გაიგონებენ და ვერც გაიგონებენ…. და მით უმეტეს ვერ გაგიგებენ.

ახლა მხოლოდ ან ჯართიო, ან მაკულატურაო, ანდა – ბიძიებო, დეიდებო ღმერთი გწყალობდეთ, ფული მომეცითო!

ასე მგონია ხალხს აღარა ცხელა! აღარა!

ეეეჰ, რა დრო იყო მაშინ, როცა “გაზაფხული” იყო ქალაქში?!

“ძმაო, სად უდგას შენს სიყვარულს სული?

„ ახული ვ“ გაზაფხული”…

  • მიაროჟნიიაიი! – დავიღრიალებდი ხარირემივითა და ძაან ეფექტური ვიყავი… ჩემი ხმა ექოდ იქცეოდა და მთელი გზა, სანამ მივაგორებდი “ტელეჟკას”, წინიდან, გვერდებიდან, უკნიდან, ზევიდან, სახლებიდან, ხეებიდან, მანქანებიდან, ქალაქელებიდან ანასხლეტი ბგერები ჩამესმოდა:
  • მიაროჟნიიაიი… იაროჟნიიაიი…აროჟნიიაიი…ოჟნიიაიი!

მაშინ ყველას “ლუბოი” სეზონზე ჯიგრულად სცხელოდა… ყველა კაცურად გრილდებოდა და ყველა ადამიანურად ბედნიერი იყო…

შენ, არ იცი რა იყო “მიაროჟნიიაიი”… შენ იცი მარტო “ნაყინი”… “ნეაყინიიი?!” და ვსიო… “მაროჟნის”, სამი ძირითადი სორტი გვქონდა:

  • სტაკანჩიკი – რას! ესკიმო – დვა! პლომბირი – ეტო ტრი!

პირველი და ყველაზე “ხადავოი” იყო “სტაკანჩიკი სლივოჩნი”.

მეორე ადგილი – ნაშებისა და ნაღდი შეყვარებულებისთვის საყვარელ „სორტს“ – “ესკიმო” ანუ “ზანგის დიშლას” ეკავა… იმიტომ, რომ ეს იყო “სტაკანჩიკი, ბეზ სტაკანჩიკა”, მაგრამ “შოკოლადნი – გლაზურით” დაფარული. აქედან გაჩნდა ეს ზანგის ამბავი.

მესამე “პლომბირს” ეკუთვნოდა… მას ჩვენ “მაროჟნიკები” – “გოთვერნების” ნაყინს ვეძახდით, რადგან “გოთვერნის” მეტი ვინ მოიფიქრებდა ტკბილში ტკბილის და კიდევ ტკბილის ჩატენვას?! ანუ “პლამბირი” იყო “სტაკანჩიკი, ბეზ სტაკანჩიკა”, ვაფლის “აბლიცოვკითა”, ირისის ნაკუწებით და პლიუს ქ ი შ მ ი შ ი თ… ქიშმიშით?! წარმოგიდგენია რა “გოთვერანი” უნდა იყო, რომ “სტაკანჩიკის სლივოჩნი” ჩადო ვაფლში და “პახოდუ”. ირისითა და ქიშმიშებით გაძეძგო! “სტიდ ი სრამ”…

ეეჰ, მაშინ ყველა “მემაროჟნეს” მსახიბოებივით სახეზე ცნობდნენ… მაგარი პოპულარულები ვიყავით… ახლა ნაყინებით რომ არი ქალაქი გადატენილი, განა კარგია?!

ნაყინი ისა, ნაყინი ესა, ნაყინი იმიანიო, ნაყინი ამიანი, ნაყინი იმითაო და ნაყინი ამითაო… ნაყინი იმაში, ნაყინი ამაში, ნაყინი იმაზე, ნაყინი ამაზე… იმდენია, ნაყინს შეგაძულებს ადამიანს?!

 

1 2 3 4