ეს მაშინ, ახლა კი ქალი, ორ პატარა ბავშვთან ერთად, არა სამ, მესამე მის პრეადამომანებამდელ მუცელში მშვიდად თვლემდა, სხვის ბინაში შეკედელებულიყო.

საღამოს   ვიღაცამ დაუბრახუნა კარზე. დაბრახუნება კარისშემონგრევაში გადაიზარდა. ხმა ყვიროდა.  გაეთრიეთ აქედან. მოშორდით აქედან.ვინ ხართ. საიდან მოხვედით. ეს ჩემი სახლია. აქ არარის თქვენი ადგილი.  სადაც გინდათ იქ წაეთრიეთ. ხმა მრგვალი მაგიდის გარშემო დაძრწოდა და ნისკარტით ცდილობდა  დედისთვის კბილი ჩაევლო. გაეგლიჯა მისი სხეული. ხმა ისეთი ძლიერი იყო რომ კედლები გაიბზარა. იატაკიდან დამფრთხალი თაგვები ამოცვივდნენ და უკან მოუხედავად გაიქცნენ.

ხმაში ალკოჰოლის და სისხლის სუნი ირეოდა. ადამიანებს უკვე მოესწროთ ერთმანეთის დახოცვა, შეჭმა, სახლების დაწვა, ტერიტორიებისთვის ბრძოლა, ეთნო-ნაციონალიზმის გაღვივება და ყველა სხვა ფანატიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება.  რა თქმა უნდა, მათ შორის იყო რელიგია და პოლიტიკა.

გამოცხადება  VI

ახლა მისი  საშოც მზადაა ნაყოფიერებისათვის. ფრთხილად იცურებს ფეხებს შორის ხელს. თმები გარშემო დამცავი ჯარივით შემოხვევია, უფრო სიღრმეში სასიამოვნო სირბილე და სისველე ხვდება. ფეხებს კეცავს და ეხუტება. ცდილობს  თავი  დაიცვას. მან უკვე იცის როგორი გემო აქვს წრეზე ტრიალს და გავეშებული კაცის ხმას. ყველაფერი ესმოდა. მერე რა, რომ ვერავინ ხედავდა. ყველაფერს გრძობდა, როგორც მისი შეშინებული ძმები და დედა. ბოროტების მოწმე დაბადებამდე გახდა.

რომ დაიბადე არ გიტირია, მოდუნებული იყავი.  ეუბნება დედა.

რამდენი თმა  აქვს სახეზე ,ხელებზე, მუცელზე.  მერე სადღაც ამოიკითხა,  მიზეზი შეიძლება დედის მიერ ორსულობაში გადატანილი  შიშები იყოსო.  მემკვიდრეობით სხვა არაფერი მიუღია, რადგან ყველაფერი რაც გააჩნდათ, პრეადამომამდელი გვიანი ხანის პერიოდში დაწყებულ ომში დაკარგეს.

რამდენი ეცადა რომ , რაც შეიძლება შორს გაქცეოდა. მაგრამ დღეს  აქაა.  მთავარ წყაროსთან ახლოს. შიშების საბადოსთან. ყველაფერთან შეიძლება გამკლავება, აჯერებს თავს, სანამ უცხო სხეულის მიერ გადმოსროლილი მარცვალი ჩაიბუდებს საშვილოსნოში და ცომივით ააფუებს მუცელს.

ახლა ბევრი დრო აქვთ. დედამისი ხშირად იხსნებს პრე და პოსტ ადამომამანებამდელ ხანას. იმ საღამოს მხოლოდ გაკვრით ახებს ენას. თითქოს გემოს უსინჯავს, ისევ ისეთი დაჟანგებული ხორცის გემო აქვს თუ არა. ეს შეხება ძირითადად ასე იწყება, და იქვე მთავრდება.

მე, ლაშა,, ნიკო, ნანიკა და შენ მუცელში.

 

 

 

1 2