იაპონური სამზარეულოდან ერთი კერძი გვითხარი, თუნდაც თქენი საყვარელი ვახშამი?

იყოს სუში.

რომელია შენი რელიგია ჰაიატე?

და რელიგიაზე, იცი რა სიტუაციაა? იქ ჩვენთან ბუდიზმის გარდა კიდევ ერთი რელიგიაა, რომელსაც შინტო ან შინტოიზმი ჰქვია. ღვთის გზას ნიშნავს. ჰოდა ისტორიულად ეს ორი რელიგია შეერია ერთმანეთს, ამიტომ, ზოგადად იაპონელებს ეს ორი რელიგია სწამთ.

როგორც ვიცი, იმ ადგილობრივების გვერდით დგახარ, რომლებიც მთავრობის კანცელარიასთან აპროტესტებენ ჰესების მშენებლობას სვანეთსა და ჭუბერში…

ესე იგი, ჰესების თემაზე ბევრი სათქმელი მაქვს. ახლა დაინტერესებული ვარ ე. წ. პოსტკოლონიური ეკოკრიტიციზმით (postcolonial ecocriticism). ეს ახალი თემაა ლიტერატურათმცოდნეობაზე, მაგრამ ამ თემაზე უკვე გამოიცა ერთი წიგნი, რომელშიც ავტორი ეხება ჰესების თემას თანამედროვე ინდურ ლიტერატურაში. ამის მიხედვით, ჰესების მშენებლობაში „რკინის სამკუთხედია” ჩართული, რომელიცაა პოლიტიკოსთა, ჩინოვნიკთა და სამშენებლო კომპანიათა შორის და ეს სამკუთხედი აშენებს ჰესებს ქვეყნის „განვითარების“ სახელით. ეს კომპანია კი 21-ე საუკუნეში საერთაშორისო კაპიტალისტური კომპანიის სახით ვლინდება და ჩაგრავს ხალხს, რომელიც ადგილთანაა მიმაგრებული თუ მიჯაჭვული, როგორც იძახიან ქართულ მეტყველებაში, „ეს მიწა-წყალი ერთადერთი შემოსავლის გზაა”. ანუ მოკლედ, აქ ჩნდება ერთი სქემა, ადგილობრივი ხალხის ინტერესი ეწინააღმდეგება ცენტრალური პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და საერთაშორისო კაპიტალისტური კომპანიების ინტერესებს. ეს სქემა კი გარკვეული გაგებით „ნეო-კოლონიალიზმად” ითვლება, ვინაიდან საერთაშორისო კაპიტალისტური კომპანიების მაგივრად ადრე კოლონიზატორის ქვეყნის მიზანდასახული კომპანია მუშაობდა, მაგრამ სქემა ერთი და იგივე რჩება. აი, დღევანდელ საქართველოშიც ზუსტად ეს პრობლემები დგას. მე ყურადღებას ვაქცევ არა მარტო სვანეთს, სადაც, თუ არ ვცდები, იტალიური კომპანია ჰესებს აშენებს, არამედ, პანკისსაც, სადაც ჩინური აშენებს და სადაც პოლიცია უკვე ზეწოლას ახდენს ხალხზე. საინტერესოა, ნეტა ვინმე ქართველმა მწერალმა ამ პრობლემას ყურადღება მიაქცია და ლექსი ან რომანი დაწერა? ჯერჯერობით არ გამიგია, თუ არის გამაგებინეთ და სტატიას დავწერ. „ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამის პასუხი!..” ნათქვამია ქართული კოლონიური ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრში, ისე მართლა როდემდის?..

მადლობა ჰაიატე, ილიას ლელთ ღუნიები არ დანებდებიან, ჩვენი თავი ჩვენადვე გვსურს რომ გვეყუდნეს, ამის და თქვენი, ჩვენი მეგობრების იმედი გვაქვს.

 

 

 

1 2 3 4