კატა რატომ არა?!

არ ვიცი რატომ… ძაღლი გვყვავდა მეძებარი და ალბათ მაგიტომ. იაპონურ მწერლობაზე რა გითხრათ. ძალიან სამწუხაროა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ იაპონური ლიტერატურა აქაც პოპულარულია, მაგრამ მაინც იაპონურიდან პირდაპირი თარგმანი ჯერ ერთადერთია (რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსულიდან ან ინგლისურიდან ნათარგმნი ცუდია). ეს გახლავთ იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“. მე როდესაც მეკითხებით, რომელი უნდა წავიკითხოთო, პირველ რიგში ამას გირჩევთ. ეს რომანი, სხვათაშორის, რთული იაპონურითაა დაწერილი და ალბათ იაპონელებსაც მეტ-ნაკლებად უჭირთ ამის გაგება, ხოდა ამის მთარგმნელმა, დათო გოგინაშვილმა, რომელიც ახლა იაპონიაში ქართულ საელჩოში მუშაობს, დიდი საქმე გააკეთა და პატივს ვცემ. ამბობენ წელს ამ მწერლის სხვა თარგმანიც გამოიცემაო, რა თქმა უნდა, პირდაპირ იაპონურიდანო. ჰოდა, რაც არაა თარგმნილი, იმ მწერლებიდან რომ აგირჩიოთ, მე მომწონს, მაგალითად, სოსეკი ნაცუმეს ნაწარმოებები. იმედია ვინმე ყურადღებას მიაქცევს და დააპირებს თარგმნას (იუკიო მიშიმაზე ძალიან ადვილია და…).

თანამედროვე ქართული პოეზია იაპონელებისთის რამდენად არის ცნობილი და არ გაგჩენიათ სურვილი თარგმნოთ ახალგაზრდა ავტორები და თანამედროვე ქართული პოეზია იაპონურად…

რამდენადაც ცნობილია და თითქმის არავინ იცის. ბუნებრივია ეს იმიტომ, რომ ჯერ ქართული ვინც იცის, ის იაპონელი მაქსიმუმ ხუთია, კიდევ ლიტერატურული ნაწარმოებებს ვინც კითხულობს… თარგმნა, რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ ახლა სადოქტორო დისერტაციის დაცვა არის ჩემი მთავარი მიზანი და არ მცალია, რომ დავიცვა, მაშინ შეიძლება. თანამედროვეებიდან ვის მირჩევდით რომ ვთარგმნო?

ჰაიატე, პოეზიის თარგმნით დიდ მეგობრობას, თანამედროვე „სტუმარ-მასპინძლობას“ ეყრება საფუძველი.

ახლახანს გამოიცემა „ვათავისუფლებ“ – ორენოვანი ქართული და ინგლისური პოეზიის ანთოლოგია, თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების ამ ანთოლოგიაში 18 პოეტი ქალის 50 ლექსია შესული – (მაგდა ბებიაშვილის, დალილა ბედიანიძის, ირმა ბერიძის, ნინო დარბაისელის, ნუციკო დეკანოზიშვილის, ქეთა დიდიშვილის, ნინი ელიაშვილის, ნატა ვარადას, ანა კალანდაძის, ნინა ნეკერიშვილის, ესმა ონიანის, იზა ორჯონიკიძის, ნინია სადღობელაშვილის, მაია სარიშვილის, ლია სტურუას, ნანა ქელეხიძის, სოფიო წულაიას, ია ჯინჭარაძის) და ვფიქრობ, ეს ანთოლოგია
იაპონურად რომ ითარგმნოს ისტორიული საქმე გაკეთდებოდა… ინგლისურად თარგმნა პოეტმა ნინო დარბაისელმა-სტრონმა, და გააკეთა ისტორიული საქმე, 18 პოეტ ქალს გზა გაუხსნა ინგლისურენოვან მკითხველისკენ.

ქართული კინო და ღვინო – თქვენთან საკეა და ჰაიკუ, ხო?!

კი ბატონო, მაგრამ ჰაიკუ პოეზიაა და კინოს არ შეეფერება.

მართალია, პოეზია და ღვინო უნდა დამეწერა. რუსთაველი და იაპონია, ვაჟა და რუსთაველი და ჰაიატე – ჰიროტაკე მაედა ამბობს, რომ „ვეფხისტყაოსანში“ქაჯეთი იაპონიაა… ზღვა, უცნაურ, საკრალური ცოდნის ადამიანებთან ბრძოლა, მზე… მითოსური დაა დემონური კულტი… თქვენ რას ფიქრობთ?

რა ვიცი, მე სპეციალისტი არ ვარ და მინდა თავი შევიკავო, მაგრამ იაპონია არ იქნება. რომ ყოფილიყო, ისტორიული აღმოჩენა იქნებოდა, „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის ისტორიაში შევიდოდი, მაგრამ არ ვიცი. ნატა: შესაძლოა ჰიროტაკემ იხუმრა. ბავშვობაში რამე თუ იცოდით ჩვენზე და საერთოდ იაპონელებმა რა იციან საქართველოზე? ჰაიატე: არაფერი. ახლა ტოჩინოშინის სახელით (და არ გამოვტოვებ კოკკაის და გაგამარუს) იციან. ამაზე ნაკლებად იციან ღვინოს, ცეკვისა და სიმღერის შესახებ.

თქვენ გყავთ იმპერატორი და დედოფალი, ახლა როგორი წყობაა, და დემოკრატია ისეთივე აქტუალურია თუ არა, როგორც მაგალითად ჩვენთან?!

მეორე მსოფლიო ომამდე, იმპერატორი იყო ქვეყნის მმართველი, მაგრამ ომის შემდეგ მმართველობა წაართვეს და ახლა არის ისეთი, როგორიცაა ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო, ამიტომ დემოკრატია აქტუალურია. მემარცხნეები კი იმპერატორს ადანაშაულებდნენ და ადანაშაულებენ იმ ბრალით, რომ ჯარის მხედართმთავარმა, საშინელი ომი დაიწყო ან ჯარი ვერ შეაჩერა, დამარცხების შემდეგ, სულყველა ამერიკამ ჩაახრჩო, მაგრამ ხალხს ისე უყვარდა იმპერატორი, რომ ჩამოხრჩობას გადაურჩა. ეს ზუსტია თუ არა მე არ ვიცი, მაგრამ ასე ამბობენ.

ამერიკა, როგორც დამპყრობელი – ახლა მათი, ამერიკელი ჯარისკაცების, რომლებიც იაპონიაში ამერიკულ ბაზაზე იმყოფებიან და იაპონელების დამოკიდებულება ამერიკელებთან ურთიერთობის რა ფაზაშია?!

ეს შეკითხვები ხშირად მხვდება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ცუდი დამოკიდებულება არ გვაქვს. მაგრამ, ეს გამორიცხულია ოკინავაში, ანუ დასავლეთ-სამხრეთში რაც არის იმ კუნძულებზე, რადგანაც იქ ამერიკის ბაზა ძალიან დიდია და ხშირად ხდება ამერიკელი ჯარისკაცის მიერ ადგილობრივი ხალხის მიმართ დაჩაგვრა (ამ
შემთხვევაში ნიშნავს ძალადობას, გაუპატიურებას) და ბაზის თემა პოლიტიკაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს. თანაც ოკინავაელს სხვა კულტურა აქვს და მეორე მსოფლიო ომში ძალიან ბევრი ხალხი, ანუ მოსახლეობის 25 პროცენტი დაიხოცა, (აქედან გრძელდება ოკინავას პრობლემა, ომის მერე დროულად მართავდა ამერიკა და 1972 წლის იაპონიას დაუბრუნა). ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამერიკისადმი დამოკიდებულება ზოგადად კარგია, მაგრამ ეს ხდება ოკინავას შეწირვის შედეგად.

რა საერთოს იპოვიდით იაპონიასა და საქართველოს შორის, აქვე გკითხავთ თქვენი სამომავლო გეგმებზე, როგორი წარმოგიდგენიათ იგი?

რა ვიცი, რას გავაერთიანებდი და სტუმართმოყვარეობას..? სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რაც მთავარია დისერტაციის დაცვა. მერე, რა ვიცი იქ ქართული ენის დეპარტამენტი თუ კათედრა საერთოდ არ არის და სხვანაირად მომიწევს მუშაობა ამა თუ იმ სამსახურში, რა დამელოდება მეც არ ვიცი.

რომელ ქართულ კუთხეს და კულინარიულ კერძს გამოარჩევდით?! და რას ურჩევთ იაპონელს, რომელიც არ არის ნამყოფი საქართველოში და პირიქით – ქართველს, რომელიც პირველად სტუმრობს იაპონიას – პირველად და აუცილებლად რა ან ვინ უნდა მოინახულოს?!

რაჭული შემწვარი კარტოფილი (ვხუმრობ). სინამდვილეში მომწონს, მაგალითად ხინკალი და იაპონელებსაც მოსწონთ და მოეწონებათ. პირველად რომაა იმ იაპონელს ვურჩევ, რა ვიცი, ჩვეულებრივ სატურისტო მარშრუტს ძველ თბილისში, მცხეთაში სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი. (ნეტა აღარ დაიკეტოს). კიდევ კახეთში, ყაზბეგში. ერთი ტურისთვის ბევრი სანახაობა არსებობს საქართველოში და როგორ მოახერხონ?! მეორედ, მესამედ უნდა ჩამოვიდნენ და მერე დასავლეთში გააგრძელონ. მეც აქამდე ვერ მოვასწარი სვანეთის, სამეგრელოსი, გურიის, თუშეთისა და ზემო რაჭის ნახვა. ქართველებისთვისაც ასეა. იაპონია საქართველოზე ოთხჯერ დიდი ქვეყანაა და, რა ვიცი, მაინც უნდა მოინახულოთ ძველი დედაქალაქი კიოტო და ახალი – ტოკიო, მერე რეგიონებში უნდა მიხვიდეთ.

 

1 2 3 4