“ჰა აბა?” – გარეთ დამხვდა ლუკა.
“მომცეს ხუთასი.”
“კაროჩე, შევკარით შენი ბანკის ათასი ლარი ხო?”
“ხო. ძმა ხარ. ნერვებს კი მიშლი, მარა მაგრა მიყვარხარ.”
“მეც მიყვარხარ ლაშაბერ ტო. იმიტო მოვედი დღეს შენთან რო მიყვარხარ. აბა წავიდოდი ვინმე ყლესთან. დაილივნენ?”
“წამო გადავიხადოთ და მერე კარტოშკა შევწვათ ჩემთან. დაღლილზე ასწორებს ჭამა.”
“ბაზარი არაა. პროსტა მიდი ერთი დამაჭერინე ეგ ათასი ლარი ხელში რა. იმდენი ვიჩალიჩე ამის შოვნაზე…”
“აჰა, აიღე ტო.” – მივეცი ლუკას ათი ასლარიანი.
“ვააახ. ბიჭო, აგე ვეგასი არი აქვე. ერთიც წავუწკაპუნოთ რა.”
“ჰააა?”
“წამო, წამო…” – ლუკამ მაგრად მოუჭირა ჩემ ფულს და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კაზინოსკენ.
“ოე, სად მიდიხარ ტო? მღუპავ?”
