***

 

თქვენ ალბათ არასდროს მჯდარხართ სამხედრო დამნაშავის მანქანაში. სწორედ ამიტომ შემიძლია ვიამაყო, რომ თქვენზე ოდნავ კვერცხებიანი ცხოვრებით ვიცხოვრე და შეგაქოთ კიდეც, რადგან კარგი, საზრიანი  ადამიანები ხართ.  ჩემგან განსხვავებით, სულელურად არ იქცევით და არც კაციჭამიებთან იჭერთ საქმეს.

სამხედრო დამნაშავე ლუკა პარალიჩის ბიძა, უფრო სწორად მამიდის ქმარი, ველიკო სავიჩევიჩია. როგორც ვიცი, დღე-დღეზე ჩამოახრჩობენ, ან სამუდამოდ გამოამწყვდევენ რომელიმე ციხესიმაგრეში, დედოფალ მარგოზე გაბრაზებული  ფრანგი ჰერცოგივით. მე მაინც მგონია, რომ არ ჩამოახრჩობენ, რადგან ჰააგის ტრიბუნალი  სიკვდილს სასჯელად არ აღიარებს. სიკვდილი მაგათთვის ბაირამობააო – ასე ამბობენ ჰააგელი მსაჯულები.

ლუკა ამბობს ბიძაჩემი მოსაკლავიაო. უკრაინაში სამ ხორვატს გამოჭრა ყელიო.  გამიხარდებოდა კიდეც რომ მოეკლათ, მაგრამ მიყვარსო. მანქანა რომ ამას დაუტოვა, მაგიტომ უყვარს. ისე ლუკას სულ ფეხებზე კიდია იუგოსლავიის ომები. მაგისთვის ყველა ერთია. ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ერთნაირი გვარები გვაქ და ერთნაირ სიმღერებს ვუსმენთო – ასე უთხრა ერთხელ გეოგრაფიის მასწავლებელს, ნინო ხერხეულიძეს.

სამხედრო დამნაშავის მანქანა გარედან წითლადაა შეღებილი, როგორც მისი პატრონის ხელები, სამხედრო დანაშაულის ჩადენიდან სამი წუთის შემდეგ. სამხედრო დამნაშავის მანქანას შავი და გაჭვარტლული სალონი აქვს, რადგან ბოლო ოცი წლის მანძილზე მის ყველა მძღოლს მაინც და მაინც მანქანაში უნდება მოწევა. თანაც გლდანის სერბებს უცნაური ჩვევა აქვთ. მანქანებს იშვიათად ანიავებენ. ყველა იმას ამბობს, აყროლებული მანქანის სუნი იუგოსლავიის დიდების წლებს გვაგონებსო. მე კი, მალე  გული ამერევა. საერთოდ უკანა სავარძელზე როცა ვზივარ, სულ გული მერევა. ლუკამ წინ არ დამსვა. არასდროს უთქვამს, მაგრამ მგონი ტაქსისტობაზე ოცნებობს.

 

“სარაევო, ლუგატიცა, ზვორნიკ, ტუზლა, სრებრენიცა ტარარარარარარარააა….” – აჰყვა ლუკა რაღაცა ბოსნიურ ბაიათს ხრიალით.

“ცოტა ჩაუწიე რა შეჩემა.” – ვეუბნები.

“აააააარტილერია, ბოშნია ტარარერიააააა” – გააგრძელა.

“ფუ შენი ჯიში მოვტყან.”

“აეს უნა ჩავისვა.” – მეუბნება ვიღაცა ტიპზე.

“რატო?”

“ეგრე უნდა საქმეს.”

“რა საქმეს?”

“შენ ის ხო გევასება? რა ქვიაა? კრიშაზე რო მოკლეს…”

“ესკობარი?”

“ხო ეგა.”

“მევასება რა… სერიალი მევასება მაგაზე. ისე ესკობარი რა დასავასებელია.”

“კაროჩე უნდა ჩავისვა.”

“ვინ არი?”

“მისმინე, სანამ ჩავისვამ…  დღეს თუ რამე მომივა, ან თუ ამაგდეს მილიციელებმა,  ერთი სურვილი უნა შემისრულო. დაიგინე რო შემოსრულებ!”

“რა უნდა მოგივიდეს?”

“დაიგინე მეთქი!”

“გეგინები.”

“კაროჩე მიხვალ დევაძესთან. დევაძე ხო გახსოვს?”

“ანუკი დევაძე?”

“ხოო ჩვენი კლასელი. მოკლედ, მიხვალ მაგ დევაძესთან და ეტყვი, რო ლუკა პარალიჩს მთელი ცხოვრება შენი მოტყვნა უნდოდაო გაიგე?”

“დევაძე გევასება ბიჭო?”

“მევასება რა… ანუ ისეთ პონტში. რო ვშმუთო რა.”

“გეთქვა მერე, იქნებ გაძლევდა.”

“არა ბრატ. ცეცაძემ მითხრა დაფიცებული აქ, მარტო ქართველს უნა მიცესო. ფუ, მაგის ფაშისტკა…”

“დაფიცებული არა ჩემი ფეხები. გლდანელი გოგოები ზედმეტად რომანტიკულები არიან ეგეთი პირდაპირი ფიცისთვის. ცეცაძეს თვითონ ევასებოდა ალბათ და ეგრე მოგტეხა პონტიდან.”

“ვითომ? აუ დავბრიდავ ბოზი ვიყო. არა, ჯერ დევაძეს მივწერ ფეისბუქზე, იქნებ დაიკეროს.”

“ეგ ხო გათხოვდა?”

“გაშორდა უკვე ბრატ. კაროჩე დაიკიდე. რამე თუ მომივა დღეს მიდი და უთხარი რაც გითხარი.”

“გავიგე.”

“ძმა ხარ. მოიცა ჩავისვა ეს. ე, იუზგარ, მოდი დაჯე.” – ლუკამ ფეხებთან მიუჩერა ორას კილოიან, ძალზედ კუნთიან ქმნილებას.

“გაუმარჯოს ძმა.” – წინ დაჯდა ჯიგარი. ხელი რო ჩამომართვა ტრუსიკმა ყელში მომიჭირა.

“ჩემი ძმაკაცია ესა. ლაშა ქვია. ეს კიდე იაგოა ვაშაკიძე. ხელს რო წევენ ეგაა. რა ქვია ბიჭოო?” – გაგვაცნო ერთმანეთი ლუკამ.

“მკლავჭიდი.” – თქვა იაგომ.

“სასიამოვნოა.” – ვთქვი მე.

“იაგჩიკ, გასინჯავ თუ მენდობი? ხო იცი თუ ქინძობა გამოდგება აქა ვარ ძმაო. არ გავრბივარ.”

“გენდობი ბრატ. რა ბაზარია.”

“პროსტა ძვირია ხო იცი?  გერმანიაში ავიღე და თან კამბოჯურია თუ რაღაცა… ჩემი რო იყოს გიპადაგრევებდი ბარიგა კიარ ვარ. პროსტა სხვისია და ისეთ პონტში ხო აზრზე ხარ…”

“სადაურიაა?”- ისევ იკითხა იაგომ.

“კამბოჯური. ვიეტნამი არა და მეორე როა.”

“აზრზე ვარ. კაროჩე რამდენის თემაა?”

“აი ძააან, ძაააან, ძააააან რო დაგიკლო უბნელობის თემაში, ორასი ლარისაა რა.”

“არა, ფული რა საბაზროა. მაიტა.”

“აჰა.” – ლუკამ უბიდან შავი პარკი ამოაძრო.

“ა ძმაო ფული.”

“დავაი ბრატ. სბოგამ.”

იაგო მანქანიდან ჩავიდა.

“ა ძმაო შენ კიდე ორასი ლარი.” – მომიტრილდა ლუკა.

“რა მიყიდე ტო?”

“პლანი.”

“ანუ?”

“ანუ ვიბარიგეთ. ნუ გეშინია არ გაგვსროკავენ. მე იმის მეშინოდა თვითინ ეს როჟა რო არ ყოფილიყო მენტი. მარა ნაღდი ქეშია.”

“არც იცნობდი?”

“ვიცნობდი არა ჩემი ფეხები. ინტერნეტში ჩავეზდრასტე.”

“აბა უბანიო…”

“ხო რა იყო? გლდანელი გამოდგა.”

“გერმანიიდან პლანი რამ ჩამოგატანინა? რო გაეშმონე სროკზე იყავი…”

“გერმანიიდან არა ჩემი ფეხები. მამკოდაში დავკრიფე წეღან. დავაი გადადი შენ ეხლა. იმათი გამოგზავნილი მაყუთი აიღე ფოსტაში. მე მეტროსთან მაქ საქმე და ლომბარდებთან დამელოდე.”

 

 

 

1 2 3 4 5