***
“მაიტა ას-ასი დავუდო. კაროჩე 30,31,32,33,34… რო რამე სამიათასზე მეტს ვიგებთ ბრატ. ვალსაც იხდი და ბოზებშიც მივდივართ. უეჭველი ჩააგდებს.” – მეუბნება ლუკა და თან ჩემ ხუთას ლარს დებს რულეტკის ხუთ ციფრზე.
“აუ ატრაკებ რა.”
“რას ვატრაკებ შეჩემა, ათასი ლარი გვიდევს ჯიბეში და ესე არიფივით ბანკს მივცეთ?”
“ბინა მაქ ჩადებული ბლიად!”
“კაიიიი?! კაი, მოიცა, უეჭველი ჩააგდებს, აი, ოპ, მიდი, ფშიუ, ჰეეეე, რა ზირო შენი დედა მოვტყააააააან??”
“დავიღუპე.” – თავი ხელებში ჩავრგე, მარა არ ვიტირე. საერთოდ ზრდასრული ადამიანები მაშინ ტირიან, როცა ვინმე უკვდებათ, ან როცა ვინმესთვის თავის შეცოდება უნდათ. მე კიდე ლუკას მაინც არ შევეცოდებოდი და რომც შევცოდებოდი ჩემი ფეხები.
“კაი უსპაკოისა ეხლა. აი, ამ ხუთასს წითელზე დავუდებ. გააორმაგებს. ათასი გახდება და შევეშვათ. წადი და გადაიხადე.” – მაწყნარებს ლუკა.
“მიდი ჰა…”
“აჰა, ეგაა.” – ლუკამ ხუთასი ლარის ფიშკა აიღო და სულ წითელზე დაუდო.
“ეხლა რა ვქნა?”
“ეხლა თვალები უნდა დახუჭო.”
“რატო?”
“რავი კინოებში ხუჭავენ ხოლმე, როცა ენძრევათ, ან პირიქით…”
“კაი.” – თვალები დავხუჭე.
“ოპააააა!!!!” – გახარებულმა დაიყვირა ლუკა პარალიჩმა.
“აეეეეეე!!!” – დავიყვირე მეც.
“გაგეხუმრე. შავში ჩააგდო.” – წამოდგა ლუკა.
“რააა?”
“არაუშავს. წავედი მე. მოვიფიქრებ რამეს. ერთ საათში ჩემთან ამოდი.”
***
აი, უკვე ქერჩის ქუჩაზე ვარ. თეთრი ნასკები მაცვია. მოვდივარ. შენთან მოვდივარ ლუკა პარალიჩ. ისევ უნდა გამაცოცხლო, როგორც დამმარხე. თუ ციხეში შესვლაც შეგიძლია და იქიდან გაქცევაც, ჩემს გაცოცხლებას რაღა უნდა?! სუნთქვით ისევ ვსუნთქავ. მე შენი ბანდიტური საზრიანობის იმედი მაქვს. შენ ხომ ყველაზე სიმპატიური აფერისტი ხარ, კავკასიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.
ქერჩის ქუჩა სინამდვილეში გზაა. ზოგადად გზა და ქუჩა ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, მაგრამ ქერჩის ქუჩა იმ გზებს არ ჰგავს, რომელიც ქუჩებს ჰგვანან. ქერჩის ქუჩა ნამდვილი ავტობანია. განიერი და ნაცრისფერი. უკაცრიელი ტროტუარებით და გადახურული გაჩერებებით. ქერჩის ქუჩა ძალიან გრძელია. სადაც გინდათ იქ ნახავთ მასზე გრძელ გზებს, მაგრამ მასზე გრძელ ქუჩას ადვილად ვერ იპოვით. ქერჩის ქუჩა კონიაკის დასახლებაზე იწყება, მთელს გლდანს ქამარივით ელაქუცება და მიდის თიანეთის გზატკეცილამდე… და რა არის თიანეთის გზატკეცილი თუ არა ქერჩის ქუჩის უჯიშო დაბოლოება?!
ყველა გზა რომში არ მიდის. ქერჩის ქუჩა თიანეთში მიდის. მე კი შენთან მოვდივარ ლუკა პარალიჩ. ოცდაოთხ ნომერ ავტობუსში ვჯდები და მოვდივარ. ჩემთვის სახლის მერე ყველაზე მშობლიური რამაა ოცდაოთხი ნომერი ავტობუსი. დიღომში რომ ვმუშაობდი ყოველთვის მის ბოლო სკამზე მეძინა. შენ მაშინ ზაგრების ციხეში იჯექი. ბალანდიორს ერქვა მარიო მოდრიჩი. სახლს თუ გამიყიდიან, კონტროლიორად უნდა მოვეწყო. თავშესაფარი სულ მექნება. ხელფასსაც მომცემენ. დავჯდები და ვუყურებ ნაშებს. სექსუალურ შევიწროვებად არ ჩამეთვლება. კონტროლიორს ყურება ევალება და იმიტომ. თუ არ უყურა, ისე ვერ გააკონტროლებს. მერე ნიგერიაში წავალ. სინოპტიკოსად დავიწყებ მუშაობას. მაგათ ყველგან კარგი ხელფასები აქვთ. ბევრი არაფერი დამჭირდება. ნიგერიაში ისედაც სულ მზეა. ვეტყვი ხოლმე, ხვალ მზე იქნება მეთქი და მომცემენ ხელფასს. იმდენს დავაგროვებ, რომ ახალი ბინა ვიყიდო და შენნაირი პარაზიტები აღარ შემოვუშვა. რით ვერ ამობობღდა ეს ავტობუსი. ეს სად დაიბადე შე უპატრონოვ. ნახე რა ლამაზია მთის გლდანი. მე რო მერი გავხდები გეტოებს დაგინგრევთ და ტბასთან სანატორიუმს ავაშენებ.
***
“დაჯე. ყავა დავლიოთ.” – მეუბნება ლუკა.
“ჰა მოიფიქრე რამე?”
“მოიცა ყავა დავლიოთ რა…”
“ეეე, რა მეყავება ტო?”
“შაქარი რამდენი გინდა?”
“ათასი.”
“რა ათასი?”
“ათასი ლარი მინდა საღამომდე სასწრაფოდ.”
“ისე, არ გაგიყიდიან ბინას ათასი ლარის გამო. ვადას გადაწევენ და მერე ცოტა მეტს გადაგახდევიებენ.”
“ანუ?”
“ანუ, მანდ არი პაპიროზი და მოწიე სანამ ყავას გავაკეთებ. ორს ჩაგიყრი შაქარს. არც ბევრი ვარგა და არც ცოტა. ბევრი გაგასუქებს, ცოტა პირს აგიმწარებს.”
“აუ იმენა პარაზიტი ხარ რა.”
“ბიჭო, შენ ხო მწერალი ხარ?”
“ისეთ პონტში…”
“მაგარი მწერალი ხარ?”
“არა.”
“არა, აღიარე… ხო მაგარი მწერალი გგონია თავი?”
“მერე?”
“მერე აგე პასტა და ფურცელი დაგახვედრე. ბებიაჩემში შეაღწიე შენი მწერლური იმეებით და პირველ პირში წერე, ვითომ ბებიაჩემი ხარ.”
“ჰა?”
“რა ვერ გაიგე შეჩემა. ბებიაჩემის ენით წერე. ამ ბაითზე მაგას აქ ოქრო სადღაც დამალული. ერთი ბეჭედიც რო მოვპაროთ, უკვე ათასი ლარია. პროსტა მე ვერ ვპოულობ. მიდი დაწერე ბებიაჩემის პირით სად არი ოქრო.”
“ეგ მოიფიქრე?”
“პირადობა თან გაქ?”
“მერე?”
“მოიცა.”
ლუკამ ტელეფონი აიღო და ვაიბერში ვიღაცას დაურეკა.
“დრასტი ვანო. რავახარ ჩემი ძმააა?” – ეკითხება ვიღაცა ვანოს.
“სად გაქრი ბიჭო?”
“რავი თბილისში ვარ.”
“მერე ვერ გაგვაფრთხილე? რა ცუილივით გაიპარე?”
“რავი… ივან ჩეპეა ბრატ. ჩამოვედი თუ არა მაგარი ცუდი ამბავი დამხვდა.”
“ვა, რა ამბავი ტო?”
“ძმაკაცის დედა წევს რეანიმაციაში. მანქანას დაურტყია და ყოველდღე ფული უნდა, რო არ მოხსნან აპარატიდან. ამასაც აღარ აქ, გაიწეწა ტიპი. მეც ვერ ვეხმარები.”
“ვა ცუდი ამბავია ტო.”
“ივან, ძმა ხარ ჩემი და ასი წელი შენთან რო არ გამიტყდება იცი. თუ არ არი და რამე, შენც არ უნდა გაგიტყდეს უარის თქმა. მოკლედ, თუ გაქ რამე საშუალება გვიპადაგრევე რა. მადლია და არ დაიკარგება ხო იცი.”
“ვააა… ბიჭო, კი მაქ რაღაც ფული მარა… მაიცა აბა. კაროჩე ასი ევრო შემიძლია. მეტი ნაღდად არა შენძმობასფიცავარ.”
“ეგეც საქმეა ბრატ. ერთი დღით აცოცხლებს იმ ქალს. მიდი სახელს და გვარს გეტყვი და ამაზე გამოუშვი რა.”
“დავაი მითხარი.”
“პირადობა მაიტა შეჩემა.” – მე მეუბნება ლუკა.
“რათ გინდა პირადობა, ჩემი სახელი არ იცი?” – ვუხურებ.
“მე რავი იქ როგორ წერია. მაიტა რაა. ივაან, ლაშა კალანდარიშვილი, ჩაიწერე. მიდი. ხო. სპასიბა. სბოგამ ბრატ. მადლია. აბა რა. უფალი ხედავს.”
ივანმა გათიშა.
“ევრო რამდენზეა შეჩემა?” – მეკითხება ლუკა.
“რავი სამზე მგონი.”
“ეგეც შენი სამასი ლარი.”
“სამასი რას მიშველის.”
“ნუ ხარ შუსტრი. მოიცადე საღამომდე. წამო ეხლა ახმეტელზე. ავიღოთ ეს ფული. ბიძაჩემის მანქანით წავიდეთ.”