პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობის გადაჩეჩება.
პასუხისმგებლობის გადაჩეჩვა.
პასუხისმგებლობა მიიჩოჩე
პასუხისმგებლობა, ჰაიტ!
პასუხისმგებლობა ერთი,
პასუხისმგებლობა ორი,
პასუხისმგებლობა სამი,
გაყიდულია.
შესყიდულია.
მიყიდულია.

პასუხისმგებლობა დაუგეგმავი ორსულობაა,
რომელსაც დაუყონებლივ იშორებენ.
პასუხისმგებლობა გდია ნაგვისბუნკერთან,
მიწისქვეშაში,
კანალიზაციაში,
გდია ყველგან, სადაც თვალი მოხვდება,
გდია და ლპება.
ლპება ყოველი არჩევანის არ ქონის წინ,
ყოველი საინფორმაციო გამოშვების წინ,
ლპებოდა ჩემს დაბადებამდე,
და ჩემი ჩაძაღლების შემდეგაც იგივეს განაგრძობს.
პასუხისმგებლობა, ჰაიტ.
ვისი სული გსურს.
ხელი დაადე.
გაყიდულია.
შესყიდულია.
მიყიდულია.
მოსყიდულია.

 

 

1 2 3 4 5 6