1987 

როცა ეკრანი ცისფერია,

და შენი ცოდვით სავსე

ინტერნეირონები

ხმას არ იღებენ!

როცა ცუდად ხარ,

და სათქმელი გადაგდის ყელში,

ნიუ-იორკის შტატის

ქალაქ  Chautauqua- ში

დისკუსიებმა გამოიღეს თურმე შედეგი,

და ორი დიდი სახელმწიფო პრობლემებს

მტკიცედ, კონსტრუქციულად გადაწყვეტს, აწი!

ვაშა! რუბრიკას,  დეპეშები უცხოეთიდან,

თუ ზუსტად მახსოვს საზღვარგარეთს

სულაც არ აღწერს, ჩვენი დიქტორი

თავანკარა ქართულით გვამცნობს

ათასცენზურა გამოვლილ ამბებს,

ვზივარ, მეშვიდეკლასელი გოგო,

ნიზამის ლექსებს ვფურცლავ და ვამბობ,

რომ  ჩემი მზერა ღმერთებზე გადის,

არ უთანხმებენ პოეტები ცხოვრების მიზანს

ამერიკას და საბჭოთა კავშირს,

ხოლო ის,  რასაც ვერ მივხვდი მაშინ

არც ახლა ფასობს!

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7