შიდა  წრის  სხივი   

გონება – გობელენი,

სადაც ჩააქსოვეს მილიარდზე

მეტი სურათი, ხატი და ჩარჩო

გონება, სადაც ღმერთმა

შენგან მოითხოვა თაყვანისცემა,

გონება, სადაც არ გინდა დარჩე,

რას არ მისცემდი,

ბავშვობაში დასაბრუნებლად,

მაგრამ იღვიძებ ისევ სავსე,

ისევ დაღლილი და ეჭვიანი,

კარგი იქნება გასულელდე,

გათავისუფლდე, მაგრამ ჭკვიანი

უსაშველოდ ჭკვიანი ხარ და

ასე მოკვდები, არ გაგიშვებენ

სამშობლოდან, არც ხელებიდან

შენი მშობლების, რადგან გასწავლეს,

ამოგხადეს სული წიგნებით

რომელსაც დაწვავ, მაგრამ

შენს თავს ვერ დაიბრუნებ.

 

 

* * *

ჩემი მეზობელი ცოლს სცემს,

ჩემი მეზობელი ცოლს ღალატობს,

ცოლი მეზობლისგან  გარბის,

მოძღვარი ეძებს შვილებს,

შვილები  ეძებენ დედას

დედა არ არის…

როგორც იუპიტერს – იო,

როგორც დედამიწას – მთვარე,

მისდევ იოლია დევნა,

ხოლო სიყვარული – ძნელი.

რატომ მოიწყინე ადამ?

რატომ გამოიღე ნეკნი?

მისი სისხლიანი კაბა

იქცა დაკვირვების საგნად,

იქცა ყურადღების სფეროდ.

ნეტავ ვინ დაბანა ფეხი

უკან დაბრუნებულ ქრისტეს?

 

1 2 3 4 5 6 7