* * *

სინათლე ჩრდილს დაარწევს,

ჩრდილი ამბავს დააწევს,

მწვანე შუქი სარკეში.

წვიმა – სახლში, ანკესით

ბავშვი ეთამაშება გუბეს,

გაწელილი საუბრით

მიწევს შენი გაგება:

გუგული სხვის ბუდეში

რას შვებოდა, თუ გახსოვს?

ის გოგონა პატარა,

ათას ბავშვში ირევა,

ის გოგონა პატარა

თვალის გუგებს იხსენებს,

ფართოვდება თანდათან

ღმერთის დიაპაზონი,

ხმა, ხმაურში გადაზრდილ

საგნებს გამოვიზოგებ

და სიცოცხლის ბოლომდე

მე მექნება კივილი.

 

 

თანაგანცდა      

მე შემიძლია ამოვიღო შენი დარდი

და ჩემსას მივუმატო  და ეს იქნება

ორდარდიანი განტოლება,

სადაც იქსი არ უდრის ცარიელ სიმრავლეს,

სადაც სახლი არ უდრის ოჯახს,

სადაც უცნობები ცვლადები არიან.

მე შემიძლია მზეს ქარი მივუმატო,

მზე ქარზე გავამრავლო

და ქარაშოტი არ მივიღო,

არამედ გვალვა, რადგან

ყოველთვის იბადება

მუდმივი სიცხე.

მე შემიძლია, გავაქარწყლო

წარმოდგენები და მოგცე

მშვიდობა, მაგრამ

ფუძის შეცვლა

არ შემიძლია!

 

1 2 3 4 5 6 7