პური და წალი

 

გამიფერდდა და შემომაღამდა.

მარცვლებს შორის ადენილ კვამლს ვატან

პურსაც და წყალსაც,

სველი მიწა საიდან მომყვა?

საიდან არის?

ხელებს თითები ხომ არ სცვივათ,

ძვლებს აბრეშუმად ქცევა მხოლოდ ენამ არგუნოს,

თვალებს ორმოში დაცვენილი

ფოთლებით ავსებს ეს შემოდგომა.

მე კი ისევ

გამიფერდდა და შემომაღამდა…

 

მეჩვენება, რომ შენი აბები ობს იკიდებს,

ბავშვობის შიშებს რომ აქვთ ფერი, აი, ისეთს.

გთხოვ, არ მოკვდე და ნუ მომიკლავ

ჩემს სადარდებელს.

ქარი ფანჯრისკენ გადახრილ ცას ჰგავს,

მე კი ნაწვიმარ დილებს ვამსგავსებ

შენს მონატრებას.

დედა, ნუთუ მხოლოდ

ამისთვის ღვივის ის მწვანე რტო

ჩემს სასულეში?

მაშ, ეს ნიავი რიღასთვის და ან წყალი რისად?

დედა, ჩემს ფიქრებს

იმ ყავლგასული შიშისფერი აქვთ,

ობისფერი, რომელიც გვახსოვს

მე და შენ, სხვას კი –

არა ვფიქრობ, არა მგონია…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7