***

                     „მინდვრებში დაღლილი ფიფქები მოცვივა…“

 

თვალსაწიერი ნიშნავს ბევრ რამეს:

ფერების განზომილებებს,

საგნების თვითმყოფადობას,

დროის სხვადასხვა რითმასა და

ბგერათა ათასგვარ გადანაწილებასაც კი.

ნიშნავს სიმჭიდროვეს ხედვის სამიზნესთან,

საპოვნელი სამიზნეების ძებნას

და არსებულთან თვალუწვდენელ სიშორეს.

 

პროვინციული პერიფერიებიდან ქალაქის

ნათებები პრიმიტიულ ხედვას

აღვიძებენ – იქ, სადღაც,

არის პარალელი ჩვენს

ძილსა და ღვიძილს შორის.

იქ, სადაც მამლის ყივილი მხოლოდ

ბავშვობისდროინდელი მსუბუქი მოგონებაა,

ხოლო ნაწვიმარი მინდვრის შფოთვა

ქარიან ამინდში – მოსაწყენი ფილმის ნარატივს იმეორებს.

 

მზე ერთად დგება ფანჯრებს შორის

და ძილის აპკში,

გახელილი თვალებიდან ცვივა ყვითელი ქვიშა,

გამომწვარი ბალახის და აზელილი

ყოველდღიურობის ლეში.

სახლის თვალიდან, ფანჯრებიდან,

თივის მომწვანო დღესასწაული

პირველქმნილი სიმშვიდით ერწყმის

კაჭკაჭის ენას – გაუგებარს, მაგრამ მშობლიურს.

ყვავილები ივიწყებენ სუნთქვას.

ხეები მიტოვებულ ქალებს ჰგვანან.

სოფლის თავსართი ბოლოსართის შებრუნებაა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7