***

თქეშია.
ატამს
ტოტებზე
მაკიაჟი
ჩამოეღვენთა

 

***

ცოდვები
სერიული დამნაშავენი…
ყოველთვის ტოვებენ სულზე ანაბეჭდს.

 

***

ნეტავ გედივით
მაგრძნობინა ბოლო ჟამი…
სიცოცხლეს მეც
რომ სამადლობელი
ცრემლებით
გამოვეთხოვო..

 

 

 

 

 

1 2 3