***
პირველ ორიანჩაწერილი დღიურივით
საგულდაგულოდ გადაუმალა ავადმყოფ მამას
დიაგნოზის ფურცელი ..
***
წყაროზე ვნახე
ლამაზი გოგო კოკას ავსებდა,
მის მერე წყურვილს
ვეღარ მიკლავს ჩემი ჭის წყალი…
***
მიტოვებულ ოდის
გაბზარულ კედელს,
ახლა მერცხლები
გმანავენ ბუდით…
დედას
არც ისე შორსაა ჩემი ღმერთი,
ის არც ზეცაშია,
არც მის მახლობლად წალკოტ ედემში…
ცხენისწყლის მიღმა,
მეგრულ ოდაში ცხოვრობს დედაჩემი