***

ცა ელავს.
სამოთხის
საზღვარებს
ნიშნავენ
ღმერთები…

 

***

წავიდა წვიმა,
თითქოს ანდერძად დაუტოვა
ტყეს სოკოები…

 

***

ახლა რომ კაცი მოკლა,
იმ თოფით ოდესღაც
შვილის მოვლენა
ამცნო სამყაროს.

 

***

ადრე ამ ველზე,
გვირილების
თეთრ ზღვას
ქარი არწევდა,
ახლა თოვლი დევს,
უკან მორჩენილი
მათი ყვავილობის ლანდი…

 

ბებო

წავიდა ბებო,
ახლა ხურმები,

ვაშლები,
ლეღვები,

გარგარები,
ხეებზე ხმებიან ჩირებად…

 

 

 

 

1 2 3