წერეთლის „მხატვრობა“ ერთგვარი რე-აქცია, გნებავთ, ირონიზაციაა შემოქმედებითი შრომის რუტინიზაციისადმი;
და ფორდისტული კონვეიერის პაროდიული რეპრეზენტაციაც…
წერეთლისეული იკონიკური ანსამბლები ძალადობრივი ხასიათიც შეუნიღბავია;
და მათი გენეალოგიაც დე-მონსტრირებული…
ამ დე-კლასიციზირებულ იკონემათა ცირკულაციის თემატიკაც მომაბეზრებლად ნაცნობია;
მათი ძალადობრივი ექსპანსია დამთრგუნველიც აღარაა;
კეთილი ღიმილისმომგვრელია…
წერეთლის ერთი ნამუშევარი, ერთი განხორციელებული პროექტი მეორეს აუქმებს;
ერთი მეორეს გამოხშირავს…
ამ კონტექსტში, ქმნადობა და-ხვავებაა!
წერეთლის „შემოქმედებაც“ დახვავების რეპრეზენტაციაა;


ეს ხელხვავიანი პოსტსტახანოველი ვალტერ ბენიამინისეული „ავტორი მწარმოებლის“ პოსტსაბჭოურ რეპრეზენტანტადაც შეიძლება ვიგულვოთ…
წერეთელი სტაბილურად დაკავებული კაცია;
პოსტსაბჭოთა კონტექსტში,მან წარმოქმნა „დაკავებულობის“ახალი ფორმა და მონუმენტურ-კაპიტალისტური შრომის გლობალური გადანაწილების სისტემა.
სამაგიეროდ, თავის აურაცხელ „კოლაბორანტებს“ უნარჩუნებს თანამედროვე (თუ პოსტთანამედროვე) საზოგადოების ექსისტენციალურ საფუძველს – ხვალინდელი დღის „შიშსა და ცახცახს“;
ეს უკვე არასტაბილური დაკავებულობაა;
ფლექსიბილური „ასკინკილა“ დროებითი დაკავებულობის სისტემაა ანუ პრეკარიტეტი, ხუთდღიანი კვირის სტაბილობას რომ განდევნის…
წერეთლის სტაბილური „სამუშაონი და დღენი“ – აი, ჩვენი სასიქადულო „გერტრუდას“ ორეულთა პრეკარაციის გარანტია;
კაცმა რო თქვას, თავად წერეთელიც გამუდმებით ეძებს სამუშაოს;
ახალ სამუშაოს…
და მისი არცთუ სტაბილური ავტორიტეტიც მის პრეკარიტეტზეც დგას;

1 2 3 4 5 6