კასავეტესის ფილმების რიტმი და სტრუქტურა არაერთხეულ შეუდარებიათ ჯაზისათვის. მასთან მონტაჟი, განათება, კადრის ჩვენების კუთხე, ყველაფერი ერთმანეთთან კონფლიქტის და კომპრომისის შედეგს წარმოადგენს. მოქმედება თავისუფლად, არასწორხაზოვნად მიედინება, მოულოდნელი პასაჟებით. მის ნაწარმოებებში იმპროვიზაციული მომენტები უხვადაა, თუმცა იმპროვიზაცია არ გულისხმობს მსახიობების სრულ გათავისუფლებას, არამედ თანამშროლობას, რეჟისორი აჩვენებს გეზს, რომელიც მსახიობმა უკვე დამატებითი ჩარევის გარეშე უნდა გაიაროს. და სწორედ მსგავსი მეგობრული მიდგომით და ინტუიციაზე დაყრდნობით, ყველა მის ფილმში განსაკუთრებული რეალისტურობის მქონე სამსახიობო შესრულებას ვაწყდებით. სიყვარულის ნაკადებში ჯენა როულენდსი, კასავეტესის მეუღლე და მუზა ვიბრირებს როგორც უწყვეტი ენერგიის ნაკადი, ქმნის დაუვიწყარ სახეს ფსიქიური აშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანის, რომელიც ცდილობს მასში არსებული სიყვარულის მღელვარე ბუნება სწორ კალაპოტში მიმართოს, სადაც სხვა ნაკადის შემოერთების შედეგად შეუჩერებელი სიმძლავრის გრძნობას მისცემს დასაბამს. ცენტრალური კონფლიქტი უკვე იქ იქმნება, არსებობს თუ არა მზაობა ამ სიყვარულის ნაკადში შიშის გარეშე შესვლის.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თავად კასავეტესის სიტყვებით დავასრულებ ტექსტს: „არ მაინტერესებს რას იტყვიან ამ ფილმზე. თუ არ გაქვთ დრო მის სანახავად, არ ნახოთ. თუ მისი ნახვის შემდეგ პასუხებს ვერ მიიღებთ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ესეიგი ის თქვენთვის არ გადამიღია“. იმედი მაქვს, ფილმის ხილვის შემდეგ, თავს უპასუხოდ დატოვებულად არ იგრძნობთ.

 

 

 

 

1 2 3