შვილი-კი, დარაჯი, სიცილით კვდებოდა, ეჭირა ერთი წიგნი, ინგლისურენოვანი, კითხულობდა და თან ჩვენზე იცინოდა.

მამა-კიდევ კარგი, დავწყნარდი.

შვილი-რა დაწყნარდი კაცო…ხვალ ყველანი ლოცვანის წიგნებით უნდა გამოვცხადდეთ…ყველა გაკვეთილი გადაიდო. ჩვენ კი გვიხარია მაგრამ…

მამა-და მთელი კვირა ლოცვები უნდა იკითხოთ ?

შვილი-მე არა, მე სხვა რამე დამევალა.

მამა- რა ? !!!

შვილი-მე ფანჯარაში უნდა ვიყურო.

მამა-რაა ? ! მთელი წელი ბუზებს ითვლი, არაფერს აკეთებ, ახლა კიდევ ეგ საქმე დაგავალეს ?

შიგ ხო არ ააქვთ ? მართლა მეორედ მოსვლას მოვუწყობ !!!

(სცენა ბნელდება. სცენის განათებისას უკვე მეორე დღეა. სკოლა.

კარში შემოდის სკოლის აღდგენილი დირექტორი .

სიჩუმეა, მასწავლებლები სანთლებით ხელში ალილუიას საგალობელს იწყებენ )

 

ფარდა

 

 

 

 

1 2