სარა: „მძიმე იყო, მძიმე, მძიმე, ძაღლებივით შემართული ჯდომა შუადღის მზეში, და ცქერა, როგორ ცეკვავენ სიმინდის კენწეროები.”

ტონი: ვიღაცამ მითხრა, რომ „შეყვარებულში“ როლი დენზელ ვაშინგტონს შესთავაზეს, მან კი უარი თქვა, არ მინდა ვითამაშო ფილმში, სადაც შავკანიან კაცებს ორალური სექსი აქვთ თეთრკანიან ზედამხედველებთანო. არ ვიცი, რატომ მოეჩვენა, რომ ეს სცენა უცნაური იყო. თუ გახსოვთ, იქ პატიმრები ერთმანეთზე არიან ჯაჭვით გადაბმულები. დენზელის პასუხი უცნაურად მეჩვენება. მერე გაზეთში წაიკითხავ იმ სკოლის შესახებ, Choate, სადაც სამოციანი წლებიდან მოყოლებული ყველა სტუდენტს აუპატიურებენ. არ ვიცი, რატომ ჰქონდა მას ამ სცენაზე ასეთი რეაქცია. მაგრამ არა უშავს. როდესაც სექსის შესახებ ვწერ, ვცდილობ ის ლამაზად, ინტიმურად დავხატო. ისე უნდა იყოს აღწერილი, რომ ყველამ იგრძნოს და საკუთარ გამოცდილებასთან დააკავშიროს – თავად აქტი კი არა, არამედ ის, რასაც მე ამ აქტზე ვამბობ. ზოგჯერ ვკითხულობ ხოლმე რომანებში აღწერილ სექსის სცენებს და ჩემთვის ვფიქრობ: „და რა მერე?“

მარიო: რის შესახებ იქნება თქვენი შემდეგი წიგნი?

ტონი: ოჰ, ახალი წიგნი ისეთი კარგი გამოდის! „სამართლიანობა“ ჰქვია, იმის მიუხედავად, რომ ის სულაც არაა სამართლიანობის შესახებ.  ამბავი ეხება ერთ ოჯახსა და მათ მონათმფლობელს. მას გუდმასტერი (კარგი პატრონი) ჰქვია და ყველა მონას აიძულებს ერთმანეთს ასე უწოდონ. მონები ვერ იტანენ ამ სახელს, რადგან ის საშინელი კაცია, მაგრამ ინარჩუნებენ სახელს, რადგან ასე შეუძლიათ ერთმანეთი რამდენიმე თაობის შემდეგაც არ დაკარგონ. წიგნში არის ერთი კაცი, რომელსაც სამი შვილი ყავს, ორი გოგონა და ერთი ბიჭი. მათ ჰქვიათ Courage(სიმამაცე) Freedom (თავისუფლება)  and Justice (სამართლიანობა), თუმცა ეს სახელები არაა სკოლისთვის შესაფერისი. ასე რომ, მათ სკოლაშიგადაარქმევენ სახელებს დაქარიჯი (Courage სიმამაცე) გახდება ქერი, ფრიდომი (Freedom, თავისუფლება) გახდება ფრიდა, ხოლო ჯასთისი (Justice, სამართლიანობა) – ჯუსი. სახელები მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ უაზრო სახელებს გვარქმევდნენ. ვეცადე, მამაჩემის მეგობრები გამეხსენებინა. მათ ზედმეტსახელები ჰქონდათ, მაგალითად, ცივი სიო და ეშმაკი ჯიმი. ყველანაირი სახელი ერქვათ. ზოგიერთი სახელი მშვენიერი იყო, ზოგიერთი – საშინელი. შენს სისუსტეს იპოვიან და მერე იმის მიხედვით დაგარქმევენ რამეს.

მარიო: თქვენ თქვით, რომ გინდათ, მკითხველს აფრო-ამერიკელ  კი არა, ამერიკელ მწერლად დაამახსოვდეთ.

ტონი: ასე ვთქვი?

მარიო: დიახ.

ტონი: ამერიკელ მწერლად? არა მგონია, ქვეყანა მეხსენებინა. ამერიკა უზარმაზარია. ხომ არ შეიძლება ვიღაცას ჰკითხო: „რას ფიქრობთ ევროპაზე?“ ერთხელ სადღაც ვიყავი მწერალ დოქტოროუსთან ერთად, როდესაც მან დამსწრე საზოგადოებასთან წარმადგინა, თქვა: „მე  ტონი აფროამერიკელ მწერლად არ მიმაჩნია, არც ქალ მწერლად, მე მგონი, ის…. თეთრკანიანი კაცი მწერალია.“ და ყველას გაეცინა. აი, ეს  მახსოვს. მან პატარა ჯგუფებს არ მიმაკუთვნა. კაცმა რომ თქვას, რა რჩება აფროამერიკელისა და ქალის გარდა? მხოლოდ თეთრკანიანი კაცი. მას ალბათ უნდოდა ეთქვა, უბრალოდ მწერალი. ხომ ხვდებით, მწერალი მწერალი.

(11.07.2017)

 

თარგმნა დალილა გოგიამ

 

 

1 2 3 4 5 6 7