რომელია თქვენი ბოლო ლექსი?

– ბოლო ლექსები ჟურნალში  Nation  დაიბეჭდა:

 

ტრამპის ტროას ცხენი

ჰომეროსმა  ვერ იცოცხლა იქამდე

რომ მოეთხრო ტრამპის ტროას ცხენის –

თეთრი სახლის შესახებ

საიდანაც პრეზიდენტის ხალხი

გამოდის და დემოკრატიას ამხობს

და მსოფლიოს აბსოლუტურ მმართველად

კორპორაციები მოჰყავს

უფრო ძლევამოსილი ვიდრე ერები

და ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ გვძინავს

ქედი მოიხარე, შენ, უბრალო ადამიანო,

ქედი მოიხარე!

 

როგორ აპირებთ 99-ე დაბადების დღის აღნიშვნას?

– არ ვიცი, რატომ უნდა იზეიმო  დაბერება. სასიხარულოს და აღსანიშნავს ამაში არაფერს ვხედავ.

მაგრამ ალბათ იცით, რას გააკეთებთ იმ დღეს, არა?

–   მცირე ოჯახური შეკრება გვექნება. სულ ესაა.

 

                                         ესაუბრა ჯონ მაკ-მურტრი, სან-ფრანცისკოს ქრონიკის რედაქტორი

 

 

1 2 3 4