განგისპირა სასტუმრო „ელვისი“ ოთხსართულიანია და ქალაქის ჭრელ

ჯურღმულებშია ჩაკარგული. ჩვენით ამას ვერაფრით მივაგნებდით. ზემოთ

გადამწვანებული ტერასაა, სადაც სამზარეულოა განთავსებული. იქ მოხუცი ჰინდუ

ბაბუ დაბაჩუნობს და აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ბაჯის, რომელიც რაღაცით

ჩვენ საცივსაც წააგავს.

-ბაჟეა რა, გევორქ!.. ხედიც ნორმალური!

-ჩავიდეთ მერე… განგისპირას გავისეირნოთ.

ბარგი ნომერშია დაბინავებული. იქამდე ალექსა ვიღაც იქვე გაცნობილ ჰინდუბიჭთან ერთად შპება ტერასიდან.

-მოვალ 20 წუთში, ჟორა!

-საით?

-აქაურ რთველს დავხედავ! დამელოდე! მივალ-მოვალ! მოპედით გამიყვანს!

-წადი შენი კარგიც..!

-ბაჟე მოი, ფრიდონჩიკ! ბაბუს მოუყევი იქამდე დიდგორზე და შამქორზე!

ბაბუსთან არ გამისაუბრია. ტერასაზე განგის სიო უბერავდა. ორნი ისხდნენ კუთხეში.

შეკეთებული პაპიროსით მივუახლოვდი და ცეცხლი ვთხოვე. რუსები აღმოჩნდნენ.

-ვმოგზაურობთ. მე ანტონი ვარ! ეს პაშაა! პირველადაა აქეთ. კი ხედავ როგორი

დაძაბულია ინდოეთით!

-უნდა გაუძლო! – ვეუბნები მე და პაპიროსს ვაწვდი. – ადრე თუ გვიან გაგიღებს

კარებს! აგერ, მე ერთი მახლავს, ეგეც ეგრე იყო თავიდან… დაძაბული ქართველი!

ახლა კიდევ…

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7