***

ღამის გორაკხპური სახიფათოდ შემოგვციმციმებდა. მატარებლის ვაგზალი,

სადამდეც მანქანამ მიგვიყვანა, ტალახითა და ტყლაპოთი იყო ალყაშემორტყმული.

ადგილობრივები ამავე ტალახში ისხდნენ და იწვნენ. ზოგი ძაღლებთან ერთად ჭამდა

და სვამდა. ღობესთან მიმდგარი კაცები სიმღერით ფსამდნენ. იქვე ქალებიც

ჩაცუცქულიყვნენ. ჭუჭყის და სიდამპლის ყროლი ჰაერში მოტივტივე სურნელებს

შორის აშკარად გამოირჩეოდ და წინა პოზიციები ეკავა.

-ეს რა ჯოჯოხეთში ვართ, ჩაკნორის? – უცხოდ შეიშმუმშნა ალექსა და ტლაპოში

არეულად ჩაყრილ ქვებზე ხტუნვით გაუყვა გზას.

მეც ხტუნვით მივყევი უკან.

-არ აცურდე, ხირჩლა! – მომესმა წინიდან მისი ჩახრინწული ბარიტონი.

ვაგზლის ტერიტორიას გამოცდენილებმა გადარჩენის ნიშნად ერთმანეთს ხელი

ჩამოვართვით.

-ახალ საით? – გავიხედე იქვე ჩარიგებული ჭუჭყიანი კაფეებისკენ.

-ხალხიც უფრო მუქია, თუ უკვე ძაან ღამეა, ედი? – ყვირილით შემეკითხა ალექსა და

კაფეებიდან ერთ-ერთისკენ ავიღეთ გეზი.

კაფეში ყველაფერ სულიერ თუ უსულოს ბუზი ეხვია.

-ბუზი მაგარი როჟაა, ნიკალაი! – თქვა ალექსამ.

-ვინ თქვა?

-აქ ხომ ყველაფერი პირიქითაა…

-ვინ როჟაა?

-ვინა და მწმენდავი! ანუ იქ ჯდება, სადაც ბევრი ჭუჭყია და თან მიაქვს ის ჭუჭყი, ანუ

წმენდს..

-ახურებ ახლა!..

-მოდი, გავმაზოთ!

-მაშინ – კოღოც!

-როგორ?

-კოღოს ტკბილი სისხლი უყვარს და ვისაც კბენს იმას წმენდს შაქრიანი სისხლისგან..!

-ეუჰ!

-ანუ არ მოვკლათ კოღოც!

 

***

ვარანასიში ადრიანად ჩავედით. ჯერ ბილეთები ვიყიდეთ – ისევ მატარებლის,

ოღონდ ამჯერად მუმბაიმდე. მატარებელი მეორე საღამოს გადიოდა. ანუ დრო თავზე

საყრელად გვქონდა და ბარგი დასაბინავებელი. ამხელა ზურგჩანთებით ვერ

ვივლიდით.

-სასტუმრო გვინდა, პაშა! – თქვა ალექსამ.

-ელვის სისწრაფით გავარკვევ! – გავძვერი იქაურ ინდუს მოტო-რიქშების მძღოლებში.

იქვე ვიღაც ქერა გერმანელი არკვევდა იგივეს.

-სასტუმროს ვეძებთ, ამიგო! – გადავულაპარაკე ახლოს მისულმა.

-მე უკვე ვნახე! – შემომღიმა გერმანელმა. – ერთად წავიდეთ. რამდენი ხართ?

-ორნი.

-ზუსტად სამი კაცის ადგილი აქვს.

-სასტუმრო სადაა?

-აქვე. განგისპირას. კრემაციებთან. „ელვის“!

-რა ელვის?

-ეგრე ქვია… „ელვის“!

უკან გამძვრალმა ალექსამდე მივაღიწე. მას უკვე ხროვად ესივნენ მოვაჭრე ბავშვები:

ზოგი ბანანის ასხმულას სთავაზობდა, ზოგი ჭრელა-ჭრულა მძივებს.

-ელვის სისწრაფით მოვედი, ელვის! ავიკრიფეთ!

-რაო, ვარლამ?

-სასტუმროს ქვია „ელვის“! მოტო-რიქშა გერმანელმა ჭაბუკმა იქირავა სახელად… აი

ეგ აღარ ვიცი!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7