-ყველაზე გამძლე და სიაფანტი საჭმელი მსოფლიოში, გია! – ამბობს ალექსა და

პირველი ლუკმას თვალდახუჭული სინჯავს.

თავად მთავარი სიმულიანტი ამ კერძის შემადგენლობაში აქაც ბრინჯია, რომელიც

ძალიან ძნელად ნელდება და ორგანიზმსაც მარად დანაყრებულობის შეგრძნება კაი

ხანს არ ტოვებს. ალპინისტებს ზუსტად ასეთი მოხარშული ბრინჯის გუნდები

მიაქვთ ჰიმალაებში საგზლად. ის მსუბუქია და მთის საუკეთესო ეკონომიურ

საგზლადაა აღიარებული. აქაური კაფეს დალბატს ზედ წვნიანი აქვს მოსხმული – რა

თქმა უნდა ცხარეზე ცხარე, რომელიც მჟავესგან განსხვავებით აქ ყველა კერძში

იგულისხმება.

მერეც ვიარეთ – სადღაც მეთხუმეტე კაფემდე პასპორტების ფრიალითა და „ვიზას“

წივილით. იქ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ულვაშა და მსუქანი ინდუსი

დაგვხვდა. ინდურ დალბატს შიშველი ხელებით მიირთმევდა. თან შიგადაშიგ

თითებს ილოკავდა. ჩვენს დანახვაზე – ხელი თავისკენ დაგვიქნია და ჩვენც ფიცხლად

მივეახლეთ.

თავიდან ჩხრეკის ოქმი გამოგვართვა. რაღაც ფურცლებზე ხელი მოგვაწერინა. მერე

პასპორტები გადაშალა და კაი ხანს უყურა ჩვენს ფოტოებს. შემდეგ ჩარტყმულ

ცისფერ ვიზებს გახედა და ჩვენც რიგრიგობით შეგვავლო ძალით ეჭვიანი თვალი.

მერე გულისჯიბიდან ამოღებულ ბეჭედს დააორთქლა დალბატიანი ოხშივარი და ის

ჯერ ერთის პასპორტს სდრუზა. მერე მეორეც არ დაინდო.

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მრავალეროვან ინდოეთში! – აგვიღო იქვე

სამხედრო ყაიდაზე „ჩესტი“ და ჭამა განარგძო.

საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილია. ჩენ უკვე ინდოეთში ვართ.

-ფული გვაქ გადასაცვლელი, ალექს!

-აბა სავალუტე, დესმონდ?

-აგერ… ვედრო რუპიად!

ნეპალურ რუპიას საზღვრისპირა ზოლში ვეღარ მოიხმარ ადამიანი და უმჯობესია

ინდურზე გადაცვალო. ამ დროისთვის 70 ინდური რუპია 1 დოლარია, მაშინ როცა

115 ნეპალური რუპია უდრის იმდენივე დოლარს.

ინდური რუპიებით ვივსებთ ჯიბეებს.

აქ სხვანაირი ცხოვრება თუხთუხებს. ენაც სხვა გვესმის. მიმოხვრა და მიმიკაც

ნეპალისგან აშკარად განსხვავებლი და უცხოა.

-ახლა რა გეგმები გვაქვს, გასტონ?

-მანქანა გვჭირდება!.. უახლოეს ქალაქამდე, სადაც რკინიგზაა, მანქანა მიგიყვანთო

კიშურმა… ტაქსი ანუ!

-ჰეი, ტაქსი! – უყვირის ალექსა მანქანას და ისიც ჩვენს ფეხებთან ამუხრუჭებს.

-გორახპურ, ძამიგო! – ეუბნება ღია ფანჯარაში.

ვაჭრობა იმით სრულდება, რომ მანქანის საბარგლში ვდებთ ზურგჩანთებს და თავად

მანქანის უკანა სკაზე ვკალათდებით.

მძღოლი იღბლიანი აღმოჩნდა. უცებ გაძვრა-გამოძვრა ხალხში ყვირილით და ხუთ

წუთში ვიღაც კოსტუმ-ჰალსტუხიან, ულვაშა ინდუსთან ერთად დაბრუნდა.

-ეს ცვეტში ქორწილიდან მოდის, ჯეფერსონ! – უსკვნის ალექსა ჩვენს თანამგზავრს.

-ჰოდა, მოვაყოლოთ გორახპურზე მისტიური ზღაპრები!

-ბაზარ-ვაგზალ, სენსეი!

მანქანა უკვე შევსებული იყო. მძღოლმა ინდური ელექტრონული მუსიკა ჩართო,

მთელი ძალით მიაჭირა გაზის პედალს ფეხი და უჰორიზონტო სიმწვანეში

შეგვასრიალა.

 

 

1 2 3 4 5 6 7