– როგორ ფიქრობ, მერე წვიმაც პოლიეთილენის წამოვა?.. ანუ, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაიდსიური წვიმა მომენატროს, მამ?.. და ცრემლები?..
– რა ცრემლები?
– ცრემლებიც პოლიეთილენის გვექნება?
– ცრემლს ვერაფერი ჩაანაცვლებს, ელპი.
– მამ, მე წავედი, დედა სააბაზანოდან გამოვიდა.
– კარგი.
– შენ როდის დაელაპარაკები დედას?
– მივწერე უკვე, არ იდარდო. ერთმანეთს მოეფერეთ.
– აბა რა.
– ერთ ოთახში დაიძინეთ.
– კარგი. დროებით!.. მართლა ნახე ბეჰემოთი, მამ?
– აკრიფე Hippopotamus in Tbilisi.
– ვნახავ და დედასაც მოვუყვები რა დღეშიც ხარ. ჩაიზე მეპატიჟება, მორჩა, გავრბივარ!
– ჩაიზე მიპატიჟება უკეთესობის ნიშანია, წყლის ბალანსი აღიდგინეთ, გოგონებო.
– შენც არ გაწყენდა წყლის ბალანსის აღდგენა.
– ხო.
– მე ვნატრობ სატელეფონო ჯიხურების დროს, მამა.
– ანუ?
– არაფერი, ყურადღებას ნუ მომაქცევ, თორემ თუ დავიწყე, შეიძლება საკუთარი ქალიშვილის ქორწილში ამოყო თავი.
– ელპი, ახლა შენ მაშინებ. რა ხდება?
– აკრიფე გუგლში 16 year old girls daily routines და მიხვდები.
– Hippopotamus in Tbilisi ჯობია, მერწმუნე.

 

1 2 3 4 5 6 7