ჩემი კიდევ ერთი საყვარელი წიგნია ჯოი უილიამსის „მესამე ბუნება“, რომელიც გადავსებულია რეალური ფაქტებით დედამიწის ველური ბუნების განადგურების შესახებ. ამ მონაცემებმა ისე ჩამითრია, რომ ამ წიგნის კითხვა ნამდვილ აკვიატებად მექცა.
კრეიგ კლევენჯერის წიგნში, „აკრობატის ცნობარი“ მოცემულია უზარმაზარი მოცულობის რეალური ინფორმაცია იმ მიზნით, რომ მთხრობელმა საკუთარი თავი პროფესიონალ გამყალბებლად წარმოაჩინოს, კრიმინალად, რომელიც ისე ოსტატურად ასრულებს თავის საქმეს, ისეთ ჩვევებს და უნარებს ავლენს, რომ მკითხველის სახით ის გამკიცხავის ნაცვლად, გულშემატკივარს იძენს.
მწერალი წერის დროს გულს მიმართავს თუ გონებას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე მის ავტორიტეტს ამყარებს. შედეგად, მკითხველი ვერ წყდება წიგნს, ხოლო ავტორი ახერხებს, მკითხველი მისი მონათხრობის ნამდვილობაში დაარწმუნოს.
რა თქმა უნდა, მე იმის თქმას არ ვაპირებ, რომ მხატვრული ნაწარმოები შესაქმნელად უნივერსალური მეთოდი გასწავლეთ. იმის თქმა მინდა, რომ ეს მეთოდი ჩემს შემთხვევაში ამართლებს.
ასე რომ, არჩევანი თქვენზეა, გაითვალისწინებთ ჩემს რჩევებს თუ უბრალოდ დაივიწყებთ. თუ სასარგებლოდ მიიჩნევთ, გამოიყენეთ, თუ არა, მაინც დიდი მადლობელი დაგრჩებით, რომ ჩემს მოსაზრებას გაეცანით.
ამ მეთოდების განხილვით იმის თქმა კი არ მინდა, რომ გასწავლით, თქვენ, როგორც ავტორი მკითხველის თვალში კარგად როგორ წარმოჩინდეთ, ან მე მინდა კარგად წარმოვჩინდე. მე მიმაჩნია, რომ ავტორმა მკითხველს ხმა რაც შეიძლება შთამბეჭდავი თხრობით უნდა მიაწვდინოს. ამ ესეში ჩემი მიზანია, ვისაუბრო ძირითადი წესების შესახებ, რომლებიც, ჩემთვის შემოქმედებითი წერის პირველ ვორქშოფზე რომ ესწავლებინათ, ბედნიერი ვიქნებოდი. ჩემი მიზანია, ვისაუბრო რამდენიმე რამდენიმე წესის შესახებ, რომელიც, გამოყენების შემთხვევაში, ნაწერს უფრო მყარს, უშუალოს და ეფექტურს გახდის.
არსებობს საკუთარი ავტორიტეტის გამყარების სხვა გზებიც. ყველაზე პოპულარულია საკუთარი გონებამახვილობის დემონსტრირება. თუმცა, აქ ერთი საშიშროება არსებობს – ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ ლაქლაქა შტერ ადამიანებს და ვიცით, რომ გარკვეული დროის შემდეგ მათი უწყინარი ხუმრობები მოსაწყენი და სასტიკი ხდება. გასაკვირია, არა? შეიძლება, პატარა სკეჩებისთვის ხუმრობა და გონებამახვილობა საკმარისი იყოს, მაგრამ ეს ვერ დაარწმუნებს მკითხველს, გენდოთ და გამოგყვეთ.
არსებობს კიდევ ერთი ხერხი – მკითხველზე ზეწოლა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ავტორი კარნახობს მკითხველს, რა იგრძნოს, რა იფიქროს ან რა რეაქცია გამოხატოს. ძალიან მალე მკითხველს ტექსტის აღქმა დაეკარგება და მთლიანად თქვენ მოგენდობათ. ასეთ რბილ ხმას წიგნებში ხშირად შეხვდებით მესამე ადამიანის, ან ღმერთის სახით. მაგრამ ღმერთო ჩემო, ასეთი თხრობა ხომ ძალიან მოსაბეზრებელია.
და კიდევ არის მკითხველის მოხიბლვა, თუმცა, ისევ გავიმეორებ – ყველაზე ტკბილმოუბარი, ყველაზე პოეტური ენაც კი ძალიან მოსაწყენი ხდება – დიდი-დიდი, ორი-სამ პარაგრაფს თუ წაიკითხავ.
მოკლედ რომ ვთქვათ, წერის დროს ძირითადი წესი არის: აუცილებლად უნდა მოუყვეთ მკითხველს ამბავი და ეცადეთ თქვენს ნაწარმოებში რამე საინტერესო მოხდეს. უამბეთ მკითხველს რამე კონკრეული.
თარგმნა
დალილა გოგიამ
