Angel Heart

ერთ დროს მიკი რურკი ჯერ კიდევ ჰოლივუდის მოწინავე სილამაზე იყო, ალან პარკერი კი ფილმებს იღებდა. „ეინჯელის გული“ საოცრად მძიმე ატმოსფეროს მქონე ფსიქოლოგიური ტრილერია, სადაც რობერტ დენირო მოხარშული კვერცხის გაფრცქვნის ყველაზე ენიგმატურ მეთოდს გასწავლით. სიუჟტი კერძო დეტექტივის, ჰარი ეინჯელის (რურკი) ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ლუის საიფერი (დენირო) გაუჩინარებული მომღერლის, ჯონი ფეივრიტის მოსაძებნად დაიქირავებს. ნუარის საუკეთესო ტრადიციებში გადაჭრილი მისტიური დეტექტიური ისტორიის ბოლოს ვგებულობთ, რომ ლუის საიფრი, სინამდვილეში ლუციფერია, ჰარი ეინჯელი და ჯონი ფეივრიტი ერთიდაიგივე ადამიანია, რომელსაც, სანამ მოკლავდა, საკუთარ შვილთან ქონდა რომანი. აი ამდენად ბევრი მოულოდნელი კვანძი  იხსნება  პარკერის ბრწყინვალე სურათში.

1 2 3 4