პოეტის ჭუჭყიანი ფრჩხილები

 

ბორძიკ-ბორძიკით მოლაპარაკე
გაქუცული ფინელი კაცი
ჩაშავებული ფრჩხილებით.
ოთხსაათიან რუმინეთის მოსაწყენ გზაზე
მატარებელში იჯდა ჩემს გვერდით
და ბლოკნოტში გაუჩერებლად
იწერდა ლექსებს.
მომეჩვენა, რომ ამ ლექსების ჭუჭყი ჰქონდა ჩაჭედილი ფრჩხილებში,
ანუ,
უფრო სწორად და გასაგებად:
სამყაროს ჭუჭყი მას გადაჰქონდა თავის ლექსებში,
ხოლო შემდეგ ამ ლექსებიდან
მის ფრჩხილებში ჯდებოდა იგი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10